წიგნების რა გითხრა, მაგრამ ,,მოდაშია"-ს ფენომენი ვერ გავითავისე.
,,მოდაშია და უნდა ვიყიდო, ვუყურო, წავიდე, წავიკითხო"...

ალბათ, როცა დამწყები ხარ მაშინ ითვალისწინებ ექსპერტულ რჩევებს და იმას რაც მოდაშია.
რაღაცით ხომ უნდა დაიწყო.
მაგრამ
,,ვიღაცის ან რაღაცის გამო წაკითხვის სურვილი დამეკარგა", ჩემი გადმოსახედიდან, ისეთი ნონსენსია, საკუთარი თავის მოტყუების მცდელობადაც არ გამოდგება. Bullshit!
არსებობს პერიოდები როცა კითხვა მისწორდება და ვკითხულობ ყველაფერს რაც ხელთ ჩამივარდება,
ახლა პირიქით ვარ, 9თვეა მხატვრულიდან არაფერი წამიკითხავს.
უბრალოდ მუღამი არ მაქვს და არ ვკითხულობ. ესაა ფაქტი.
თორემ ჩემი რამდენიმე საყვარელი ავტორი ისეთ პაპსაში გაჰყვათ...
მთავარია შენ რა ემოციას და შთაბეჭდილებას დაგიტოვებს წიგნი, თორემ ნათია ან თათია წიგნიდან ფრაზებს რომ აშეარებს, ცხელი ყავის თანხლებით, მაგით ნათიას გარდა არავის არაფერი აკლდება ან ემატება.
პოპულარული წიგნებიც წამიკითხავს, ისეთიც ცოტამ რომ იცის, მაგრამ არც ამას აქვს მნიშვნელობა, მთავარია შენზე როგორ დაილექა ნაწარმოები, რა რეფლექსია ჰპოვა.
P.S. შაკიკი მაქვს და წერით გამოვდივარ, შეგიძლიაათ დაა-დიდნათრიდლოლო-თ.
Redemption*რაც ბათუმელებმა გამომცემლობა დაარსეს საიფაი ისეთი ტრენდული გახდა, ქართულ ბაზარზე სულ არაა ,,დიუნი" ანდერგრაუნდული.