ასჯერ დაგიციტირე და ჯიდევ იმას მეუბნები გოიმობააო
გოიმიბა კი არაა ენის დამახინჯებაა
დიალექტი და კილო კიდე სხვადასხვა რამეა
აქ ზეგანათლებულებად ვუსაც თავი მიაქვს, ეს მაინც უნდა იცოდეს
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
აი, რას წერდა ამ საკითხზე აკაკი წერეთელი:
„ახალი სიტყვის ხმარება, თუ კი სადმე პროვინციაში გასპეტაკებულა და დედაენის კანონის თანახმად აღმოცენებულა, მისაბაძვია საყოველთაოდ...ამგვარი კანონიერი რამეებით უნდა შევავსოთ და გავასუქოთ ქართული ენა, საჭიროც არის. მაგრამ ის, რაც დედაენის წინააღმდეგ სხვადასხვა მხარეებში, პროვინციებში დაუმახინჯებიათ და გაუფუჭებიათ, ხელმოსაკიდები კი არა, პირიქით, გასადევნია! მაგალითად, გურიაში ამბობენ: „ნენა! რას უყუნცულებ? დროა პაწა შევკიდოთ ცეცხლს და ჩა ვსვათ”. (დედა! რას უცდი? დროა შევუკიდოთ ცეცხლს და ჩაი დავლიოთ).
იმერეთში: დანები მოსულარიან და აქანეი ჯილარიან. (დები მოსულან და აქ ზიან, ან სხედან).
რაჭაში: ქვე ქნიან ფონ ქვერე ჩემ გოჭუკელას (ფონს ქვევით(წყლის პირად) ასო – ასო სჭრიან ჩემ გოჭს)
ქართლში: ჯალაბი ობაზე წავასხი და ჩვენთან ერთად ფოფოდიაც მოაბოტებდა(სახლობა ხატობაზე(ან ჯვრობაზე, ან დღეობაზე)
წავიყვანე და ჩვენთან ერთად მღვდლის ცოლიც მოდიოდა). ამგვარი რამ ყოველ კუთხეშია– ესენი ყველა პროვინციალიზმია: მაგრამ ქართულ ენაში ამგვარი რამეების შემოტანა , აქაოდა ჩვენს კუთხეში ასე ხმარობენო, ნუთუ ენის გარყვნა არ იქნება?”