კაი მრავალტომეულის პერსპექტივა აქვს ამ თემას
რა ასწორებს დღეში 7 ჯერ შეგიძლია შემოხვიდე და სათაური დააციტირო მოყვე როგორ ხარ თავს როგორ გრძნობ რა გადაგხდა დღის ამა თუ იმ კონკრეტულ მომენტში რა ამბებში ხარ რა ხდება შენს თავს
მაგარი მზრუნველური თემა გამოვიდა
რომ დაპოსტავ ისეთი შეგრძნება გექნება რომ ვიღაცას ადარდებს როგორ ხარ
შეიძლება არც არავინ არ წაიკითხოს მაგრამ ეგ არაა მთავარი
მე მაგალითად როგორ ვარ და
თან მეძინება და თან ყავის დალევა მომინდა
ალბათ იმიოტომ მომინდა რომ მეძინება? რომ გეძინება და არ წვები მაშინ რაღაც განსხვავებული ხიბლი უჩნდება ყავას
სწორი გადაწყვეტილება იქნება თუ დავიძინებ და ყავას დილას დავლევ
მაგრამ ძილის წინ სიგარეტის მოსაწევად ვაპირებ გასვლას და ყავა შემომეკეთება დიდი ალბათობით
მერე რა მოხდება ჯერ არ ვიცი
ალბათ ვცდი ყავადანალევზე დაძინებას