#56936743 · 5 Oct 2020, 02:34 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE (shadowkiru @ 4 Oct 2020, 22:32 ) | მინდა ამ თემას შევეხო
რა არის თქვენთვის ცხოვრება და ზოგადად რეალობა? რა ეტაპზე ხართ და საერთოდ ეძებთ რამეს? რა კითხვები გაქვთ რაზეც პასუხს ვერ ჰპოვებთ?
ვისაუბროთ  |
ძალიან კარგი თემაა და ფრიად მნიშვნელოვანი. ცხოვრება თითოეული ჩვენთაგანისთვის ინდივიდუალურად აღქმადი და სხვადასხვაგვარად ასოცირებადია. ჩემთვის კი ცხოვრება ერთგვარი შანსია,რომელიც რაღაც გარკვეული მიზეზის გამო განგებამ მარგუნა და ის უნდა დავაფასო და გამოვიყენო.ვიპოვო საკუთარი თავი ,ვპოვო პიროვნული განვითარება და ჩამოვყალიბდე სრულყოფილ ინდივიდად.სრულ იდილიასა და ჰარმონიაში ვიყო საკუთარ თავთან,მქონდეს მშვიდი სტაბილური ცხოვრება ყოველგვარი კონფლიქტების გარეშე,რასაც ხშირად ვერიდები. რა არის რელაობა?ის შეიძლება შავ ფერებში ან ნათელ ფერებშიც იყოს მოხატული ჩვენ კი უნდა შევძლოთ მოცემულ რეალობასთან სიმბიოზური დამოკიდებულება დავამყაროთ მიუხედავად იმისა მოგვწონს ესა თუ ის რამე,რადგან ხშირად ცხოვრებაში გვიდგება ისეთი რეალობა,როდესაც ჩვენი შეხედულების საწინააღმდეგოდაც კი მივდივართ,როცა ამას საჭიროება მოითხოვს.ახლა ვარ უკვე იმ ეტაპზე,როდესაც ვიცი რა მინდა ვიზრდები კარიერული კუთხით და ვახდენ ასევე ცხოვრებისეული ფასეულობების გადაფასებას,თუ რა იქნება სწორი სამომავლოდ იმისათვის ,რომ ბედნიერი ვიყო.ვატყობ ასევე,რომ ჩემი ცნობიერი დღითიდღე ასაკში მატებასთან ერთად უფრო და უფრო იხვეწება საზოგადოებასთან თანაცხოვრების შესახებ, ასევე დამოკიდებულებები მათდდამი.ბავშვობაში სკოლის პერიოდში ძალიან მაინტერესებდა ამ საკითხებზე პასუხები რასაც შენი თემა ეხება,მწყრალად ვიყავი საზოგადოების და სკოლის პედაგოგების მიმართ განწყობილი.მათ ეგონათ,რომ რადგან ხმაურიანი და ლაქლაქა ტიპაჟი არ ვიყავი ლაპარაკი არ მიყვარდა.უბრალოდ ისინი ვერ ხვდებოდნენ,ის რაც ჩემთვის უინტერესო მოსასმენი იყო ვერანაირად ვერ ჩავერთვებოდი პოლემიკაში და ეს ყოველივე უცბად საინტერესო გახდებოდა.მე,რომ მასწავლებელი ვყოფილიყავი ბავშვებს უაზროდ გაწელილი ტექსტების და მოთხრობების დაზეპირების ნაცვლად მეტ თავისუფალი აზროვნების უნარ ს მივაჩვევდი. ველაპარაკებოდი თავისუფალ თემებზე ,რაც მათი აზროვნების სპექტრს უფრო განავითარდება.ჩამოუყალიბდებოდათ საკუთარი შეზედულებები ამა თუ იმ საკითხის მიმართ და არ იქნებოდნენ კონკრეტულ ჩარჩოებსა და სტერეოტიპებში მოქცეული.რის შედეგადაც ისინი იპოვიდნენ საკუთარ თავს და ადაპტირებასაც მოახდენდნენ კონკრეტული რეალობის წინაშე დადგომისას.
|