საქმე შემდეგნაირადაა
8 თვიანი ქორწინების შემდეგ ერთხელ რომ არ გამოიჩენ ინიციატივას მოკითხვისას
საერთოდ რა შუაშია ღამე მესიჯობანა ელემენტარულ მოკითხვასთან?

ან მის ქმართან რა ურთიერთობა უნდა მქონდეს? არც კი ვიცნობ რადგან ხელის მოწერის დროსაც არ დავუპატიჟებივარ
ელემენტარული სიხარულის გაზიარებაა მეგობრულ ჭრილში როცა ქორწილში პატიჟებ მეგობარს
არაობიექტურად არ ვუყურებ საკითხს, თაფლობის თვემაც ჩაიარა და მთელი წინა პერიოდულმა ეიფორიამ
უბრალოდ ის საკითხი წამოვეჭერი როგორ ექცევიან ადამიანები გავლენის ქვეშ
როცა კარგი მეგობრები ხართ წლობით და უცბათ ისე იცვლება რომ ვერც კი ცნობ
და ახლა რა ვქნა ვკითხო რატო აღარ მეკონტაქტები თქო?

ეს იგივეა რომ ვუთხრა: იცი რა. მაკლია შენგან მეგობრული ყურადღება და ხანდახან შეგიძლია შენც მომიკითხო....
უბრალოდ გული მწყდება რადგან ამ უდაბნოში რასაც ცხოვრება ჰქვია დავეხეტებით მარტო
და აქა იქ თუ ვიპოვნით თანამოსაუბრეს და თანამოაზრეს ვისთანაც მეგობრობას ვიწყებთ
არაფერში არ ვავალდებულებ მას და სისულელა რამეში ვავალდებულებდე
უბრალოდ ადამიანური მომენტია

ჰო კიდევ ძაან კარგად ვიცი რომ ეგოა
ეგო რომ არ იყოს აქამდე ღლეზე დავიკიდებდი
ჰო და კიდევ მე ის მაინც ვიცი რომ ეგოა
და ბევრმა არც იცის ეგოს მნიშვნელობა