მმ, რა კარგი თემაა, პოზიტიური.
ახლა დავფიქრდები აბა და იქნებ გამოვიდეს პოზიტივის აღმოჩენა:
1- როგორც იქნა სამაგისტრო ნაშრომი დავიცავი (მაგრად მეზარებოდა და ფეხს ვითრევდი)
2- გრაფიკული დიზაინის სქილები ავიმაღლე (ხელფასზეც აისახა)
3- საინტერესო ადამიანები გავიცანი

4- ჩემს სტარტაპზე დავიწყე მუშაობა(თუმცა კორონას გამო ჭიანჭველას ნაბიჯებით ვვითარდები)
5- ახალი ,,სპეციალობა" ვისწავლე. (რაიცი რაში გამომადგება).
6- უკეთესი ცხოვრების დანაზოგი 25%-ით გავზარდე (კორონა რომ არა, გავაორმაგებდი).
7- 9წლიანი ტაიმაუტის შემდეგ ხატვას დავუბრუნდი (თუ რამეადა, კარანტინისთვის იმდენი საღებავები მოვიმარაგე, არ მოვიწყენ).
8- Life Goals - გადავახარისხე.
9- პირველად ჩემს ცხოვრებაში მომინდა ბავშვის გაჩენა.
10- ახლახანს უფასო კურსებზე ჩავეწერე და ზუმის ლექციებით ვხალისობ. (თან მივხვდი რომ მარადმწვანე სტუდენტობის შეგრძნება მაგრად მსიამოვნებს).
P.S. გაცილებით უკეთესი იქნებოდა ეს წელი რომ არა კორონა