რადგანაც მამაკაცი ვარ პირად გამოცდილებიდან დავწერ
მგონია რომ სექსუალური ენერგია არის ყველაფრის ენერგია პირდაპირი მნიშვნელობით
რაც უფრო მეტია სექსუალური ენერგია და ამავდროულად ვიცით თუ როგორ მოვახდინოთ მისი სუბლიმაცია(უმეტეს შემთხვევაში თავისით ხდება)
ცხოვრება უფრო საინტერესო და ზღაპრულია რადგან ჩვენთვითონ ვხდებით ენერგიის წყარო ყველასთვის და ყველაფრისათვის
ადამიანი ვინც ხშირად მიმართავს მასტურბაციას და უარეს შემთხვევაში კი პორნოსაც მისი ცხოვრება განწირულია უინტერესობისათვის და ნაცრისფერი ყოველდღიურობისათვის
მას ენერგია აღარ აქვს რომ მიიღოს ცხოვრებისგან თუნდაც კარგი მეგობრობა, ურთიერთობები, გამოწვევები და რაც ყველაზე მთავარია სიყვარული
ის ვერ "კაიფობს" მუსიკით, ფილმებით, წიგნებით...
რატომ? იმიტომ რომ მას ენერგია არ აქვს რომ ცხოვრების მიმართ ბოლომდე გახსნილი იყოს და ყველაფრით "კაიფობდეს" და სიამოვნებებს ღებულობდეს
პირადი გამოცდილებით ვიტყვი რომ მასტურბაცია ეგოს კვებავს და საკუთარ თავებში ვიკეტებით და დეპრესიის ლაბირინთებში ვიკარგებით
საკმარისია მამაკაცმა ეს ენერგია მოიზიდოს და თვითონვე მიხვდება როგორ ულაგდება ყველაფერი და როგორ ჩნდება თეთრი ნათება დიდი ტუნელის ბოლოს
როგორ უნდა ყავდეს მამაკაცს გვერდით სასურველი ქალი როდესაც მას ენერგია არ აქვს?
ერთი შეხედვით ქალს ბევრი რამ სჭირდება და თითქოს რთულია ქალის გაგება... არადა არაფერია რთული როდესაც შენ მზადყოფნა გაქვს რომ მისი მეგზური იყო ცხოვრების ბოლომდე...
დარწმუნებული ვარ ისტორიაში ცნობილი ადამიანები ვერ გააკეთებდნენ იმას რაც გააკეთეს, მათ რომ ენერგია ფუჭად ეხარჯათ
მიქელანჯელო, და ვინჩი, ალექსანდე მაკედონელი, თუნდაც ნაპოლეონი და ა.შ
რომ არაფერი ვთქვათ ჰიტლერზე რომელიც სუბლიმაციას ახდენდა და იყო უნიკალური ქარიზმით დაჯილდოვებული
როგორ იქნებოდა ტაისონი ის რაც იყო, ყოველდღიურად რომ მიემართა მასტურბაციისათვის? პასუხია ვერანაირად
ეს მატერიალურ ფიზიკურ დონეზე
აი არამატერიებზეც დავწერ პირადად ჩემს გამოცდილებას
მედიტაციის პრაქტიკებში არსებობს მდგომარეობა რომელსაც ვეძახით ნირვანას, იაპონურად სატორის, მე მიყვარს სიტყვა სატორი
სატორი არის ის მდგომარეობა როდესაც გონება ცარიელია ეგოს აზრებით და განიცდის ნეტარებას, სულიერს რომელიც სიტყვებით გადმოუცემელია
როგორც სიყვარულს ვერ ახსნი, ასე ვერ ახსნი სატორის, სატორის მოულოდნელობის ეფექტი ახასიათებს
მინდა გითხრათ რომ ეს მდგომარეობა მიღწევადია და ვისაც განუცდია მიმიხვდება რაზეც მაქვს საუბარი
თითქოს სადღაც შორს კოსმოსში ხარ და იქიდან გრძნობ მთლიან გალაქტიკებს... თითქოს ყველაფერი ერთია შენთვის და ეს ერთიანობა ანუ ერთი შენ ხარ
ეგო ვახსენე და ეგოს მკვებავი მასტურბაცია
მოკლედ რომ ვთქვა რაც უფრო იშვიათად მივმართავ მასტურბაციას, მით უფრო ხშირად ვარ სატორიში
ეს იმდენად უნიკალური მონაპოვარია ჩემთვის რომ შემიძლია ვთქვა, მე მიცხოვრია და მიპოვნია ის რისთვისაც დავიბადე
შეჯამებისთვის კი ამას ვიტყვი
მიეცით სხეულს ეს ენერგია და ისეთ რამეებს აღმოაჩენთ აქამდე რომ არასდროს გიფიქრიათ
შემდეგ გაგიჩნდებათ დაუოკებელი სწრაფვა იმ იდეალური მდგომარეობისკენ როდესაც ენერგიით სავსენი იყავით
ნამასტე
ყველაფერი გამოგივათ