Tengiz@@სიმართლე გითხრა მე რასაც ვხარჯავ ბრიტანულ ფულზეც ძალიან ბევრია. საშუალო ხელფასებს რომ დახედო მართლა დიდი თანხაა..
უბრალოდ მე არ ვუყურებ მაგას. რასაც მინდა ვყიდულობ იმიტომ რომ შემიძლია/.
სტუდენტი რომ ვიყავი რა თქმა ამდენს არ ვხარჯავდი, არც კარიერის დასაწყისში.
რომ ვფიქრობ ამაზე ვამბობ რომ უნდა მოვუკლო იმიტომ რომ ეგრე უფრო მართებულია ... მაგრამ მერე ერთხელ ვცხოვრობ და ეგეთებს ვფიქრობ. თუ მინდა ეგ ზეთი მინდა და მორჩა. რატომ უნდა მოვიკლო- თქო ასე ვეუბნები ჩემს თავს.
კი ვხვდები რომ საქართველოში ხალხს უჭირს და მე "კარგზე" უკეთესი ცხოვრება მაქვს... მოკლედ არ დავმალავ და ახლავს სინანულის გრძნობა ამ ჩემს მხარჯველობას როცა პერსპექტივაში ვუყურებ ყველაფერს. მაგრამ ამავდოულად კი ვეხმარები ხოლმე სხვებს და ეგ ოდნავ ანეიტრალებს guilty feeling-ებს.
საკმაოდ საინტერესოა პირველი თაობის ემიგრანტობა. ბევრი სპეციფიკა ახასიათებს.
პ.ს. ბათქა ბუთქს მიაქვს ჩემთან ახლა ყველაფერი. გაი ფოქსის ღამეა და ხალხი ერთ ამბავშია იმდენ "ბომბოჩკებს" და ფეირვერკებს აფეთქებენ

პოპკორნის ყიდვა მინდოდა მაღაზიაში და არ გავდივარ, მეთქი რამე არ მომხვდეს თავში
შროდინგერისფისოკი მაგაზე მაქვს გათვლილი

lifestyle inflation