მაგარ არასწორ სტრატეგიებზე დგახარ.
ესე შორს ვერ წახვალ.
შენი არჩეული სოციალიზაციის ტაქტიკა არასწორია.
იმ ბავშვს გავხარ სხვა ბავშვები რომ არ ეთამაშებიან იმიტომ რომ უჯიკეს, მაიკაზე დაქაჩეს და ის მიდის მშობელთან რომ დაიჩვლოს ან მასწავლებელთან და ელოდება როდის დასჯიან მეორე ბავშვს.
კლასში რომ ჩამშვები ბავშვია ურთიერთობა რომ არ უნდათ ეგეთი.
ფილმებში რომ ბოროტი გმირია რაღაცას რომ გაუკეთებენ ნებით თუ უნებლიედ, საპატიებელს და რომ დაუმახსოვრებს და წლების მერე ხიდიდან რომ გადაგდებს და მოკლავს.
ეს უნდა დაგეტოვებინა ჯერ კიდევ სკოლის და ბავშობის წლებში.
გოგო კიდე რომ დაგევასება და თუ დაგევასება ასევე სხვა სტრატეგიებია საჭირო. უხეში, ამაყი და აროგანტული ხარ. სიმპატიის მაგივრად ანტიპატიას იწვევ შენი დამოკიდებულებით ისე რომ ვერც იაზრებ თორე შეიძლება სულაც არ იყო ცუდი ტიპი.
ტროლინგი კიდე უნდა იყოს სასაცილო, იუმორი უნდა იყოს სასაცილო.
ადრესატი ვერ უნდა ხვდებოდეს ტროლინგს და სხვა ყველა დანარჩენი, ამაშია ტროლინგის საიდუმლო.
სხვა შემთვხვევაში ტროლინგი კი არა უბრალოდ ძალიან ურყოფთი დამოკიდებულება ჩანს.
იმიტომ არ გეუბნები ამას რომ აი რაღაც ჭკუა გასწავლო და ა.შ.
მართლა ასეა.
აი დეილ კარნეგს არ ვურჩევ ხოლმე ხალხს იმიტომ ელემენტარულია. მაგრამ ეგეც კი მაკლია შენთან. შეიძლება წაგიკითხავს შორეულ წარსულში მაგრამ თავიდან წაიკითხე.
ადამიანებთან ურთიერთბის ხელოვნებაზე გინდა კიდე კარგი წიგნები ბევრი. ზოგს ბუნებრივად გამოუმუშავდა ცხოვრებისეული გამოცდილების მიღების მერე.
შენ არ გამოგიმუშავდა. საწყენი არ არის ეს, შენში ამას ვერ ვხედავ და უნდა იმუშავო ამ კუთხით შენს თავზე. თორე იქნები სულ გარიყული გაბუტული ტიპი.