ოქ უფრო განვმარტავ.
აქ რომ ჩამოვედი წლების წინ იმ დროს გავიგე ტინდერზე. ვიფიქრე თუ უბრალოდ გაცნობის საიტია რა მოხდა ვინმეს დაველაპარაკები,
დავმეგობრდებით , ვისაუბრებთ ნუ მერე ვისთან რა იქნება ეგ ისედაც არ იცი სადაც არ უნდა გაიცნო

ხოდა რომ შევედი და გადავათვალიერე , ყველას ხომ ეწერა მოკლე ,,ქავერ ლეთარივით" ვინაა და რა უნდა ყველას უნდოდა მხოლოდ სექსი.
ნუ მაქსიმუმ ჯერ კარგად გამოსკდებოდით და მერე After Party
ზოგი იმით გაწონებდა თავს რომ ბევრს ვარჯიშობს მაგარი დაკუნთულია და ასე შემდეგ
ვისაც შედარებით მოკრძალებულად ეწერა (სექსი არ ქონდა ნახსენები) ვცადე გამოლაპარაკება, მაგრამ ვერაფერი. პირდაპირ შეტევაზე მოდიოდა ყველა . ასე რომ შევეშვი
მერე მითხრეს რა დანიშნულებაც ქონდა, გამიზნულად სექსისთვის ხვდებიან და ან აგრძელებენ ისევ მაგისთვის შეხვედრებს ან არაო . ანუ ხშირად ერთჯერადი სახე აქვს.
საქართველოშიც შევედი მაინტერესებდა ნაცნობებს თუ აღმოვაჩენდი

ხოდა საკმაოდ მოკრძალებულად იყვნენ გოგოებიც და ბიჭებიც , მაგრამ მანდაც იგივე მიზანი ქონდათ ასე ჩანდა . უბრალოდ საქართველოში შეგიძლია დააგოიმო ვინმე, უი პირველად გავიგე არ მეგონა ამისთვის თუ იყო და ეგეთები

იმიტომ რომ თვითონაც მორცხვად არიან ბიჭები

და პირდაპირ ვერ გეუბნებიან რა უნდათ