* * *
ქართულ ტრადიციულ სუფრაზე ძალიან დიდია წარმართული ელემენტების წილი.
რამდენიმე სართულად ერთმანეთზე დაყრილი სხვადასხვა სახის კერძი ჩემთვის ღორობასთან უფრო ასოცირდება, ვიდრე კულტურულობასთან.
ეს სამედიცინო თვალსაზრისითაც უსურმაგია.
რატომ არის ასეთი ხელგაშლილი ქართული სუფრა და რატომ არის მოკლებული მოკრძალებულობას?
ქართველებისთვის მოკრძალებულობა გრეხად ითვლება.
რაც უფრო გამოაჩენენ, როგორი ხელგაშლილები და დაუნანებლები არიან, ჰგონიათ, მით უფრო დაიწერენ ქულებს სტუმრის თვალში.
ცალკე საკითხია ეს ამდენი მორჩენილი საჭმელი როგორ იყრება და ნადგურდება...
პარალელზე ბუდენბროკები გამახსენდა.
თითქმის ცარიელი მაგიდა.
ჯერ მოდის სტარტერი.
შემდეგ მთავარი კერძი.
ბოლოს დესერტი.
საბოლოოდ კარგად დანაყრებული ადამიანი, რომელიც დაახლოებით მომდევნო 5 საათის განმავლობაში აღარაფერს შეჭამს, დგება, ან თამბაქოს მოწევს, ან ბილიარდ ითამაშებს.
ეს არის ცივილიზებულობა და კულტურა.
და არა "დალიე, თორემ თავზე დაგასხამ".
ეს ექსტაზში შესულ წარმართებს მაგონებს, მე პირადად.
და უცნაური ის არის...
lovelockმოვლილი გაქვს განვითარებული ქვეყნები...
გინახავს ცოტა მეტი კულტურა...
და ამ ღორობის ნოსტალგია რატომ გაქვს?
This post has been edited by ბანჯოო on 6 Dec 2020, 22:56