ჭამა აუცილებელია. ნუ, ადამიანთა უმრავლესობისთვის მაინც

ყოველდღე არაა ყველასთვის აუცილებელი. როგორც უშფოთველობამ თქვა, მთავარია შენთვის საჭირო რაოდენობით ნუტრიენტები მიიღო. ამისთვის ჯობია ხარისხიანი საკვები მიიღო და შედარებით ცოტა, ვიდრე მაკარონით, ძეხვით და თეთრი პურით გამოიყეყო.
ბევრი ბოდიბილდერი უაზროდ ბევრ საჭმელს იტენის, ის კი არ იციან, რომ ასე ძა
ლით ჩატენილის ძირითადი ნაწილი უბრალოდ კანალიზაციის საკუთრება ხდება. შენ არა მგონია 150-კილოგრამიანი პროფესიონალი სპორტსმენი იყო უზარმაზარი დატვირთვებით. შეხედე, თუ გყოფნის და არ სუსტდები, წონას არ იკლებ ზედმეტად და თავს კარგად გრძნობ, რატომაც არ უნდა ჭამო დღეგამოშვებით? მე მაგალითად კარგი მადა მაქვს ისედაც და თუ ვვარჯიშობ, მაშინ ხომ მინიმუმ სამი საშუალო კაცის ულუფა მინდა. ამის მიუხედავად, ზოგჯერ მაინც ვშიმშილობ, რადგან სასარგებლოა ორგანიზმისთვის. ჯამში უნდა გყოფნიდეს კალორიები და ნუტრიენტები.
ძმაკაცი მყავს, მთელი დღის განმავლობაში იმდენს ჭამს, მე ერთ ჭამაზე ან რომ მეყოფა და ან არა. კი არის კაჟივით, თუმცა არც მაღალია, არც განიერი და ძალიან მშრალია, ცარიელა რკინასავით მკვრივი კუნთი და მყესები. კუნთოვან ბოჭკოებს დაუთვლი სათითაოდ. მამამისიც ეგეთია, გენში აქვთ. ვარჯიშით ზომიერად ვარჯიშობს. გარკვეულ ფორმას ინარჩუნებს რა, რამე სერიოზული მიზნები და პროგრესი არ აქვს.