-4,5 იყო. როგორ გავიგოთ სწორი თემპერატურა ქალაქში, თუ გაინტერესებს არ დაგეზაროს წაკითხვა.
1)მოწმენდილ უქარო ღამეს როცა dew pont დაბალია ზედაპირი ყოვლეთვის უფრო ცივია ვიდრე ჰაერი. საუბარია სახურავებზე, კორპუსის კედლებზე, მანქანებზე, ასფალტზე, ბალახზე და ასე შემდეგ. ამიტომ ნაკლებობა გექნება.
2)თოვლიან შუადღეს როცა ღამით დადო და დღისით დნება არის საპირისპირო სიტუაცია, dew point მაღალია და ამ შემთხვევაში ზედაპირი უფრო თბილია ვიდრე გარე ჰაერი მზის რადიაციის გამო რომელიც გინდაც ღრუბლიან და თოვლიან ამინდში ზედაპირს ათბობს. ამ შემთხვევაში შენს თერმომეტრზე გექნება მეტობა.
3)ყველა ჩვეულებრივ(სპირტი+წითელი საღებავი) თერმომეთს აქვს ცდომილება +2 -2 გრადუსის ფარგლებში.
ვერხლისწყლის თერმომეტრებს +1 -1 გრადუსის ფარგლებში,
ვერხლისწყლის პროფესიონალურ თერმოტრებს +0,2 -0,2
ვერცხლის წყლის ლაბორატორულ თერმომეტრებს არა აქვს ცდომილება თუმცა ტემპერატურის გაზომვის დიაპაზონი ბევრად უფრო ვიწრო აქვთ.
მაგალითად 1 ზომაცს +10-დან +20-მდე, მეორე +20-იდან +30-მდე და ასე შემდეგ, ლაბორატორიული თერმომეტრი გამოიყენება მხოლოდ იმისთვის რომ სხვა თერმომეტრის ცვდომილება გავიგოთ.
4) იმისთვის რომ სწორი თემპერატურა გაიგო ჩვეულებრივი ან ვერცხლისწყლის თერმომეტრის მეშვეობით ის უნდა მოათავსო ეგრე წოდებულ სტივენსონის ყუთში. საკმაოდ მასიური ხის კარადაა ისე აწყობილი რომ შიგნით ის არ ხურდება,კარგად ნიავდება ბუნებრივი ქარით. და ეს ყუთი უნდა იყოს დამონტაჟებული სიმაღლეზე 2 მეტრი, დაშორება კორპუსების კედლებისგან 10 მეტრი მინიმუმ. ქვემოთ უნდა იყოს მიწა ან პატარა გაზონი, მაგრამ არ უნდა იყოს ასფალტი და ბეტონი. და ტემპერატურის ნახვისთვის ამ ყუთთან უნდა მიხვიდე, გახსნა, და ნახო ტემპერატურა თერმომეტრზე.
5)საბოლოო დასკვნა კერძო სახლი დიდი ეზოთი უნდა გქონდეს რომ გაზომო სწორი ტემპერატურა ჩვეულებრივ თერმომეთრით ამ ყუთში და თერმომეტრი ვერხლისწლის ყველაზე ნაკლები ცდომილებით.
კარადა დაგიჯდება იგივე ფასი რაც ავეჯის თანამედროვე კარადები ღირს. დამზადება 500 გელა და მეტი დაგიჯდება, ხოლო ვერხლისწყლის კარგ თერმომეთრს უბრალოდ ვერ გამოიწერ , რადგან აკრძალულია ფოსთით მისი გაგზავნა, მხოლოდ მშრალ ხიდზე თუ იყიდი, მაგრამ ცდომილების პონტში რამდენად კარგი იქნება ეგეც საეჭვოა.

ასე გამოიყურება.
.
* * *
6)გადავედით ელექთორნულ თერმომეტრებზე. htc-ის პოპულარულ 30 ლარიანი მოდელს აქვს ცდომილება +2 -2 გრადუსი

ელექთრონული თემომეთრი რომელსაც აქვს ცდომილება +1 -1 გრადუსი ღირს 70 ლარი და მეტი. ხოლო რომელსაც აქვს ცდომილება +0,2 -0,2 ყველაზე იაფიანი ჩინური მოდელი ფასი 200 ლარიდან იწყება.
7)ზოგ ელექთრონულ თერმომეთს ჩიპი რომელიც ზომავს თემპერატურას აქვს პირდაპირ ინტეგრირებული კორპუსში, ზოგს აქვს გარეთ ჩიპი გარეთ ეგრე წოდებულ სინჯში და კორპუსს კაბელით უკვაშირდება. მეორე ვარიანტი უფრო პრაქტიკულია იმიტომ რომ ელკექთრონული თერმომეთიც სტივენსონის სკრინში მონტაჟდება და სტივენსონის სკრინში მარტო სინჯი რომ მოათავსო რა თქმა უნდა ჯობია.
8)საბედნიეროდ ელექთრონული თერმომეთრის სტივენსონის სკრინი არ არის ისეთი მასიური და არის თეთრი პლასტმასისგან, თუმცა ფასი მაინც ძალიან მაღალი აქვს.
9)შიგნით სტივენოსის სკრინშიც ასევე მონტაჟდება ქულერი, რადგან იმის გამო რომ უფრო პატარა ზომის არის ბუნებრივი ქარით გაგრილება ხშირად არ ყოფნის მზიან ცხელ ზაფხულის დღეებში. ხოლო ქულერი ასევე ცივ მოწნედილ უქარო ღამის
გვიცავს ნაკლებობისგან, რადნგან ზედაპირი უფრო ცივია. ხოლო თოვლიან დღეს ქულერი გვიცავს მეტობისგან.
10)დაშორება ამ შემთხვევაში უნდა იყოს მხოლოდ 2 მეტრი კორპუსის კედლისგან. ანუ აივანი თუ არ გაქვს აზრი არა აქვს. მაგრამ აივანიც ხურდება მზეზე და აივნისგანაც უნდა იყოს დაშორება 2 მეტრი. რაც უკვე არარეალურია. გამოდის რაზეც
სარეცხი იფინება 1 ცალი უნდა დააგრძელი და იმაზე უნდა დამოტაჟდეს სტივენსონის სკრინი შიგნით თერმომეტრის სინჯი, ხოლო თვითონ თერმომეტრის კორპუსი აივანზე წყალგაუმტარ გაჭვირვალ კარადაში.
11) p.s ტელეფონში რასაც ნახულობთ ყველაფერი სწორად არის გაზომილი მაგრამ აეროპორტში. ქალაქის გაჩერებებზე რაც არის არც ქულერი არ უყენია, არც პლასტმასი არ არის თეთრი ამიტომაც ხურდება და არასწორად აჩვენებს, ცდომილება +1 -1 გრადუსი როცა მზე არ არის. მზეზე შეუძლება 15 გრადუსით მეტი აჩვენოს.
12)მე მაქვს სერიოზული თერმომეტრი ცდომილებით +0,2 -0,2 მაგრამ სერიოზული სტივენსონის სკრინი ნამეტანი ძვირია ჩემთვის + განბაჟება. თითქმის კაი აიფონის ფასია. ამიტომაც ალტერნატივას ვიყენებ, მილებისგან აწყობილ სავენტილაციო არხს ქულერით.
კედლისგან კი არის 2 მეტრი დაშორება, მაგრამ აივნისგან არა, რადგან სავენტილაციო არხი საკმაოდ მასიურია

ამიტომაც ზაფხულში ივნის-ივლისში დილით როცა მზეა +1,5 გრადუსით მაინც მეტია ხანდხან. შედარებით სწორე ტემპერატურა
ქალაქის ცენტრში იზომება ჩემთან და ამ ლინქზეა
https://www.wunderground.com/dashboard/pws/ITBILI22მანდ რუკაზე ასევე შეგიძლია იპოვო სხვა უბნებში ვისაც უყენია თერმომეთრი, wi-fi ფუნქციით, ასევე გიჩვენებს თერმომეტრის მოდელს და ზოგ მოდელს თავისი უბანძესი ინტეგრირებული სტივნესონის სკრინი მოყვება ქულერის გარეშე. ამიტომაც მზიან ამინდში განსაკუთრებით ზაფხულში 2-3 გრადუსით მეტობა აქვთ მაინც.
ასე რომ ისევ ჯობია ტელეფონში ნახო.


This post has been edited by Tunes on 28 Jan 2023, 20:42
Великие умы обсуждают идеи.
Средние умы обсуждают события.
Мелкие умы обсуждают людей.
©Anna Eleanor Roosevelt
"მელკიე" რომ არ ყოფილიყვნენ ამ სამყაროს უმრავლესობაში ცხოვრება ბევრად უფრო მშვენიერი იქნებოდა. ;)