1)შემოდგომის ჟუჟუნა წვიმა და ასევე თოვლი სტანდარტულად მოდის ღრუბლიდან რომელიც არის სიმაღლეზე 1.5 კმ (850-hpa). მაგ სიმაღლის ღრუბლებს უშლიან ქედები და მთები და საჭიროა ჩვენი ქარი.
2)ზაფხულის და გაზაფხულის ძლიერი და ხანმოკლე კოკისპირული წვიმა ჭექა-ქუხილით მოდის კონვექთურ საკმაოდ მაღალი ღრუბლიდან, რომლელიც იწყება სიმაღლეზე 1,5 კმ და ადის სიმაღლეზე 15 კმმ-დე.
ძირითადად ნალექის უმეტესობა ამ შემთხვევაში ჩამოდის 3-6 კმ სიმაღლიდან და კიდევ უფრო მაღლიდან.
რაც უფრო მეტია მზის სითბო და გრძელი დღეა მით უფრო მაღალია კონვექთური ღრუბელი.
რა თქმა უნდა თებერვლის შემთხვევაში არამგონია 4 კმ-ზე მაღალი იყოს, მაგრამ მაგ სიმაღლეზე უკვე არანაირი მთა და ქედი არ უშლის, ამიტომაც ჩვენი ქარი ამ შემთხვევაში გვკიდია, თუმცა რა თქმა უნდა რომ იყოს უფრო მეტი მოვიდოდა
რადგან ქვევით 1,5 კმ-ზეც იქნებოდა ნესტი.
ჩრდილო-დასავლეთის ქარის შემთხვევაში 2,5 კმ-მდე სიმაღლეზე ნესტი იბლოკება მთებით და ქედებით, მაგრამ 2.5 კმ-ის ზევით რაც არის მთა არ უშლის.
3)ანუ ზაფხულში დავუშვათ დასავლეთიდან შემოდის კოკისპირიული წვიმის ღრუბელი ჭექა-ქუხილით, ამ შემთხვევაში ღრუბელი იწყება 2.5 კმ-ზე და მთავრდება დავუშვათ 12 კმ-ზე, უპრობლემოდ წვიმს ყველა უბანში.
აღმოსავლეთიდან თუ შემოდის მაშინ ღრუბელი იწყება 1,5 კილომეტრზე და მთავრდება 12-კმ-ზე.
4)თრიალეთის ქედი აფუჭებს ნესტს მხოლოდ 1.5-იდან 2.5 კილომეტრამდე, უფრო მაღლა ვეღარ, შესაბამისად ხვალ რომ გვქონდეს ღრუბელი 2,5-იდან 4-მდე, უპრობლემოდ მოთოვს მსხვილი ფანთელებით თან ულამაზესი, აბა ზახფულში
წვიმა ხო მსხვილი წვეტებით მოდის

,მიხვდი?
რაც უფრო მარტი აპრილისკენ მიდის დრო მით უფრო მეტია შანსი რომ ღრუბელი უფრო მაღალი იქნება, მაგრამ ქვემოთ ტემპერატურა არ ივარგებს

. მასე აპრილშიც მოსულა საკმაოდ ხშირად 1-2 საათით კაი ლამაზი თოვლი მაღალ
ღრუბლიდან, მაგრამ არ დაუდია

5)ასევე ძალიან კარგად იცი რომ ზაფხულში შეიძლება 1 უბანში წვიმდეს და მეორე უბანში არ წვიმდეს იმ მაღალ ღრუბლიდან, ასე რომ მარტო დიღომი-გლდანში რომ თოვდეს ან მარტო ვარკეტილში და სხვა უბნებში არ იყოს არ გაგიკვირდეს. ან რომ საერთოდ არ იყოს

რამდნჯერ ყოფილა რომ მცხეთაში და რუსთავში მაგრად წვიმდა ზაფხულში და თბილისში არ წვიმდა, ან პირიქით
* * *
the undertaker