#57903224 · 15 May 2021, 09:18 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE (lovelock @ 20 Apr 2021, 01:39 ) | | ქონება ბიჭებს რჩება უმეტესად |
სამწუხაროდ ქართული კანონმდებლობა არ გაძლევს სიკვდილის საკუთარი ქონების წესიერად განკარგვის საშუალებას. რაღაც დონეზე კი, მაგრამ ოჯახის ყველა წევრს ხვდება რაღაც სავალდებულო წილი. სამწუხაროდ იმიტომ, რომ ვინმეს თუ უნდა უმადური ცოლ-შვილი მშრალზე დატოვოს და ვიღაც კეთილ მეგობარს დაუტოვოს ყველაფერი (სიტყვაზე) ,არ გამოვა. ან თუ არ გინდა შვილები მილიონებით გაანებივრო და გინდა დამოუკიდებლად ისწავლონ თავის გატანა, არ გამოგივა. უძრავი ქონებიდანაც წილი ტყდება ყველა მემკვიდრეზე სქესის განურჩევლად. ახლა შინაურები როგორ მოილაპარაკებენ და ვინ რას დაიტოვებს, ეგ მათი საქმეა.
| QUOTE | | გათვალიერებენ, გაკვირდებიან, თვალებში გიყურებენ. |
მეც მოგაშტერდებოდი შენნაირ გოგოებზე თუ თვალი არ გაურბით, სულ გადედლებულა ევროპა. თუ გაურბით და ღიად ვერ ბედავენ, მაინც დედლები გამოდიან. | QUOTE | | ბათუმში ერთი ქალი დავინახე ვინც დარბოდა და იმასაც უყურებდნენ |
.თბილისში ბევრი დარბის პარკებში. ბევრიც დარბაზებში ბილიკზე. ნუ უმეტესობა ალბათ არ ვარჯიშობს, მაგრამ გაკვირვებით არავის უკვრის რა. ბლომად არიან ყველგან მორბენალი ქალები.
| QUOTE | | სადარბაზოს წინ ბირჟაობები და ყავის სმა ქუჩაში სახლის ჭიქით. ასევე ლუდის სმა ქუჩაში ეგრე სახლის წინ. მეუცნაურა. სკვერი მაინც იყოს. |
ლუდი კი და ეს სახლის ფინჯნებით ყვავა ეტყობა ბათუმური ფენომენია.
| QUOTE | ჩასარიცხი აპარატები ყველგან, ნაღდი ფულის მანქანებზე ბევრია. მეუცნაურა.
|
მეც ჩასარიცხი აპარატი უფრო ხშირად მჭირდება და ალბათ უმეტესობასაც. თან ბანკომატის დადგმას დიდი ტექნიკური და ფინსური სირთულეები ახლავს, ფეიბოქსი კიდევ ნებისმიერს შეუ|ძლია გამოიტანოს განვადებით და დადგას თავის მაღაზიასთან ან სადმე ქუჩაში.
| QUOTE | | კაცი რომ ქალს ხვდება ხელს არ ართმევს აუცილებლად? |
მაგაზე მეც ვერ ჩამოვყალიბდი და გავერკვიე, აქ ვცხოვრობ დაბადებიდან  ხან ვართმევ, ხან ისე გადავკოცნი, ხან ვეხუტები (თუ შინაურია და მონატრებული). ყველა ვარიანტი მოსულა. ხან შეიძლება ხელზე ვაკოცო კიდეც.
მიმაგრებული სურათი
--------------------
ფუჩუზე გამეცინა © gramatikikina ირიბად გიდგება © Pannialny
|