ბიჭო რა უცნაური სიზმარი ვნახე ტოო....
თითქოს მეძინა და ტელეფონი მირეკავს რაღაც გრძელი ნომერი, ვუპასუხე და მესენჯერში როგორ ხარ უნდა დაგირეკოთო
მეთქი ასე და ასე და უნდა გამეგრძელებინა ძილი შეტყობინება ამოაგდო ესა და ეს ცდილობს მესიჯის მოწერასო
ჩავხედე, ჩვენ ვართ გვიპასუხეო. ხო მეთქი და გადმორეკეს
ტიპი მეკითხება ხოვლეს და ზემო ხანდაკის მარშუტკის ხაზები შენიაო? კი ძმა რა გაინტერესებს მეთქი და რამდენად გაყიდიო
არ იყიდება მეთქი ისეთმა კაცმა მაჩუქა ხელს ვერ დავადებ თქო და ამ დროს ეტყობა სხვებიც იყვნენ ოთახში, ვიღაცამ შემოიხედა კამერაში და
ისე ლილოში როგორი ამინდებიაო იკითხა, კაი ამინდებია თბილა და რატომ კითხულობ ძმა ჯანმრთელობის მხრივ ხომ კარგად ხარ ან ხომ არ გაჟრიალებს ან ძვლებში ხომ არ გამტვრევს მეთქი და ეგრე რა პონტში მეუბნებიო..
წესიერმა ხალხმა ერთმანეთზე უნდა ვიზრუნოთ მოგიკითხე ბრატუხა მეთქი ვეუბნებოდი და გაითიშა, ეტყობა ბალანსი ამოეწურათ...
წავედი ცოტას წავუძინებ კიდევ სანამ გარეთ ცხელა

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «