თურმე სიმპო ხარ! რატო გვემალებოდი

მე არ შემოვდივარ უკვე ფორუმზე მაგრამ დღეს შემოვიხედე და რომ დაგინახე გამეღიმა. თან შენი იმ პოსტინგიდან გამომდინარე ადრე რომ გითხარი და ჩემი სუსტი წერტილიაო. ჰოდა ვიფიქრე რომ დაგიპოსტავდი. თან დაგაქვოუთებ

If you dont't mind! + ლოლას (LooLaa) დავთაგავ. შენც ქვემო თემიდან ხარ არ ვიცი ნანახი თუ ყავხარ. როცა ეცლება ნახავს.
მაშინ ბორჯომი რომ მირჩიე ვიყავი და კარგი იყო. იმ სასტუმროში არ დავრჩი ოღონდაც. რამოდენიმე ოთახი მჭირდებოდა და სახლი ვიქირავე. ეს იყო
https://www.booking.com/hotel/ge/hillside-o...ence.en-gb.html . ფასი რამდენად ედრება არ ვიცი. აქ ღამეში მგონი 210 ლარი გადავიხადე. ზუსტად არ მახსოვს ლარებში რამდენი იყო მაგრამ რაღაც ქართული სახლის შეგრძნებები დამიტოვა. თითქოს იქ ვცხოვრობდი მეც და რამოდენიმე დღით ღრუბლებში ვფრინავდი. მომეწონა მაგრად. დილით თან აივანზე ყოფნა კარგი იყო. ორი აივანი ჰქონდა: ერთი დახურული შუშებიანი ფანჯრებით და ერთი ღია. კარგი იყო ბორჯომი მოკლედ. მურაბები და გირჩის მტვერი ვათრიე იქედან. ერთი ქილა დამრჩა, დანარჩენს ყველაფერს მუსრი გავავლე.
იმედია შენსკენ ყველაფერი კარგადაა. ჩემთან გაიხსნა თითქმის ყველა დაწესებულება და ჩვეულ რიტმში დავბრუნდი. ჯერ ოფისებში მთლიანად არ გავსულვართ მაგრამ დანარჩენი ყველაფერი ღიაა. საზღვარგარეთ მოგზაურობაა ოდნავ სახლაფორთო თუმცა ადგილობრივად ადვილია და აქაც ბევრი ადგილია რისი ნახვაც მინდა.
მოკლედ მადლობა რჩევისთვის ბორჯომზე და კარგია რომ ფოტო დაპოსტე

თოვლზე გამახსენდა - ეს სურათი მე ამ ვიკენდზე გადავიღე მანჩესტერში. ჰოდა ჩრდილოეთი მზიანი იყო. ჩამოვედი უკან სამხრეთში და წვიმს კოკისპირულად

რას გაუგებ

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «