ეს შარშან დავდგი, მანდ მომღერალი სანტა აკლია.
წინა წლებშიც გვქონდა, დაახლოებით 18 წელია ვრთავდით სახლს ნაძვის ხით და გარე განათებებით.
წელს არ მეახალწლება არ გვედღესასწაულება.
ძმა აღარ მყავს.
შარშანდელი ფოტოა, მაშინ დავწერე ეს.
ვულოცავ ჩემს ხალხს და ჩემს ქვეყანას, ჩემს სანათესაოს და სამეგობროს ახალ 2020 წლის მობრძანებას.
მრავალს დაესწარით.
სხვა გზა არა მაქვს, ღმერთის შეწუხება მიწევს, მხოლოდ ერთი თხოვნით. ჩემი უმცროსი ძმა ჯანმრთელი მიმყოფოს.
ჩემს ირგვლივ, სანათესაო-სამეგობროში ძლიერი ადამიანები მყვანან, ჩვენ ასე თუ ისე მივხედავთ საკუთარ თავს და ერთმანეთს.
-არ გაწუხებ ჩემი პრობლემებით, მხოლოდ მადლობას გიხდი ყოველთვის, ადამიანად რომ მომავლინე ამ ქვეყნად, ოღონდ ჩემი თამაზი მიმყოფე ჩვენსავით ძლიერი, მეტს არაფერს არა გთხოვ და მომავალშიც არ დაგირღვევ მყუდროებას.