https://bm.ge/ka/article/giorgi-vashadze-10...ns-flobs/80515/ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, გიორგი ვაშაძემ ბიტკოინში
$18,000 დოლარის ინვესტიცია 2013 წელს განახორციელა და 57 ბიტკოინი შეიძინა. კრიპტოვალუტა ეთერიუმის შეძენის თარიღად გიორგი ვაშაძეს 2016 წელი აქვს მითითებული, დოკუმენტის თანახმად, მან
$5,000 დოლარით 315 ეთერიუმი შეიძინა.
2021 წლის 11 თებერვალს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ვაშაძე 57 ბიტკოინს და 315 ეთერიუმს ფლობდა,
რომელთა საერთო ღირებულება დეკლარაციის შევსების დროისთვის $3 მილიონი დოლარი ანუ 10.17 მილიონი ლარი (11 თებერვლის კურსით) იყო. იმ შემთხვევაში, თუკი ვაშაძე ამჟამადაც ფლობს აღნიშნულ კრიპოვალუტებს, მაშინ მის საკუთრებაში არსებული კრიპტოვალუტების ღირებულება
$4.26 მილიონ დოლარს, ანუ 14.6 მილიონ ლარს შეადგენს - ამის მიზეზი კი კრიპტოვალუტების გაზრდილი ფასია.
This post has been edited by KickOff on 16 Apr 2021, 23:56