George_Best

წიგნებს ვეღარ ვკითხულობ ძირითადად ამ ბოლო დროს, ახალ აღთქმას ვფურცლავ მხოლოდ. იმ დღეს ბესიკ ხარანაულის ამბა ბესარიონისა გადავშალე, მარა წაკითხული მაქვს ადრე და ძაან პროზაული მეჩვენა, თუმცა ცუდი არაა.
მარა მოვა დრო ისევ მივუბრუნდები.
მეიდ ინ ტიფლისში, პლეხანოველ მოგელას ქალი რომ ინახავს, შირაზის ვარდი ეგ გამახსენდა ვკითხულობდი მერე დავხურე.
აღარ გამგრძელებია. მანდ არის კვნიტი ბალახები.
ახალ აღთქმას თავისებური მადლი მოაქვს, ეგ იგავები ბრძნულია, მაგრამ ცოტა სადაა და ეპოსტოლეებზე უნდა გადავიდე.
ტიპები ზოგი მთელი ცხოვრება კითხულობენ, შეუჩერებლად, მე ეგრე ვერ.
თან ამ ინტერნეტს დიდი დრო მიაქვს.