
დიახ, მე ღმერთის საყვარელი შვილი ვარ, რადგან თავად მოვიწადინე მასთან ყოფნა და ურთიერთობა. შესაბამისად, ისიც მუდამ ჩემთან არის, მისმენს და მეხმარება.
ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დაუმეგობრდეს უფალს და მასზე დაამყაროს იმედები, რაც გაცილებით უკეთესი გარანტორია, ვიდრე ადამიანი (ნეტარია კაცი, რომელიც უფალზე ამყარებს იმედს და არა ადამიანზე), მაგრამ საქმე ისაა, რომ ზოგს ეს უბრალოდ არ უნდა, ზოგსაც კი უბრალოდ
ჰგონია, რომ ღმერთს არის მინდობილი და მას უხმობს, მაგრამ სინანდვილეში ეს ასე არ არის.
ყველა, ვინც მეუბნება: უფალო, უფალო! როდი შევა ცათა სასუფეველში, არამედ ის, ვინც აღასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას.
ბევრი მეტყვის იმ დღეს: უფალო, უფალო, განა შენი სახელით არ ვწინასწამეტყველებდით? განა შენი სახელით არ ვდევნიდით ეშმაკებს და განა შენი სახელით არ ვახდენდითო მრავალ სასწაულს?
მაშინ მე განვუცხადებ მათ: მე არასოდეს არ გიცნობდით თქვენ, გამშორდით, ურჯულოების მოქმედნო“.ბუნებრივია, რომ თუ ადამიანი არ არის ღმერთთან (მნიშვნელობა არ აქვს, მას როგორ ჰგონია), ღმერთიც არ არის ადამიანთან და, შესაბამისად, არც მის ღაღადს ისმენს.
მთელი სინოდი და მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი რომ გამოვიდეს ილია მეორის თაოსნობით და დღე და ღამე ლოცვა აღავლინონ იბერიის გაბრწყინების თაობაზე, ღმერთი ყურსაც არ შეიბერტყავს. მაგრამ მოისმენს ჩემს და სხვა ჩემნაირი ღმერთთან მყოფი ადამიანების სიტყვას.
რაც შეეხება იმას, რომ ამით მე ვინმეზე მაღლა ვაყენებ თავს. რასაკვირველია, ასეა. მე იმედს უფალზე ვამყარებ და არა ადამიანზე, ვუსმენ და მივყვები უფალს და ნაყოფებითაც შევიცნობ, რომ ისიც ჩემთანაა.
და, შესაბამისად, ვინც ადამიანებს უხმობს და ღმერთის საჭიროებას ვერ ხედავს, ის დაიჩაგრება ჩემთან მიმართებით, უბრალოდ ეს ჯერ არ იცის.
რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც გაიძახიან უფალო უფალოს, მაგრამ სინამდვილეში არ არიან უფალთან. მე ისინი მებრალება და ვლოცულობ მათთვის, რათა აეხილოთ თვალები.
ალბათ ახლა იმას იკითხავ, საიდან და რატომ მგონია, რომ ისინი არ იცნობენ უფალს.
მე კი გეტყვი, რომ ამის გაგებას თეოლოგიური ცოდნა სჭირდება.
როცა ყოველდღიურად ისმენ ღმერთის სიტყვას და იგებ, რა და როგორ არის სწორი, შემდეგ კი შენს ირგვლივმყოფთ ადარებ, ხვდები, რამდენად შეესაბამებიან ისინი იმ რწმენას, რასაც ღმერთი ითხოვს მათგან.
ერთი სიტყვით, მაგის ლაკმუსის ქაღალდი არის ბიბლია.
როცა ყოველდღე წაიკითხავ, მარტივად გაარჩევ, ვინ არის ღმერთთან და ვინ - სატანასთან.
ახლა მითხარი, რატომ არის მკრეხელობა, რომ მე ურწნოთ, ანდა ფსევდომორწმუნეთ აღვემატები? ეს ხომ აშკარაა? და დაუშალა ვინმეს ღმერთმა რწმენა? ანდა თავად არ დაგვიდო თავისი სიტყვა (ბიბლია), რათა შეცდომაში არ შევიდეთ და მუდამ ვიყოთ დარწმუნებულები და ამ გზით შევამოწმოთ, რომ ღმერთთან ვართ?
ჰოდა თუ ეს ვინმეს არ უნდა, ან ეზარება, მე კი მინდა, მიმიწევს გული და ყოველდღე გულმოდგინედ ჩავკირკიტებ, დიახ, აღმატებული ვარ მათზე. ამ წუთასაც რომ მოვკვდე, მე დარწმუნებული ვარ, რომ ღმერთთან ვიქნები, 1%-ითაც კი არ მეპარება ამაში ეჭვი. ჰოდა რატომ არ ვარ მათზე აღმატებული? ვარ. და თქვენც ჩემებრ რწმენას გისურვებთ.
This post has been edited by ბანჯოო on 27 Feb 2021, 14:58