მე ასეთი შეხედულება მაქვს
ეს ცხოველები რაზეც ვსაუბრობთ, ადამიანმა გამოიყვანა ისეთი ფორმით როგორებიც ახლა არიან
და იმიტომ არიან ასეთები, რომ ყველას თავისი დანიშნულება ჰქონდა
ხელოვნური გადარჩევა რასაც ჰქვია
ანუ ძროხა ისეთი გამოიყვანეს, რომ რაც შეიძლება მეტი რძე მოეწველათ
ღორი ისეთი გამოიყვანეს, რომ რაც შეიძლება მსუქანი ყოფილიყო მეტი ხორცისთვის
ცხვარი, რომ უფრო მეტი მატყლი მიეღოთ
ხოლო ძაღლი იმისთვის, რომ სახლი დაეცვა, ფარა დაემწყემსა, თოვლში ევლო და ა.შ
ანუ ძაღლის მოშინაურების და გამოყვანის მიზეზი სხვა იყო, ღორის სხვა
შესაბამისად ასე ჩამოყალიბდა, რომ ძაღლს არ ვჭამთ, ღორს და ძროხას კი
ჩინეთში, რატომ ჭამენ ამას სხვა მიზეზი უნდა ჰქონდეს, ჩემი აზრით - ჩინეთის კომუნისტური მთავრობის სულელური რეფორმები, რამაც შიმშილი დედისტყვნა და გამოიწვია
https://en.wikipedia.org/wiki/Great_Chinese_Famineდა მოსახლეობის დიდი რაოდენობა
თუ წაიკითხავთ, შიმშილმა კანიბალიზმიც კი გამოიწვია და გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ძაღლის ან კატის შეჭმას დაიწყებდნენ

(on a scale unprecedented in the history of the 20th century)
ანუ უბრალოდ სხვა გზა არ იყო გადასარჩენად
მითუმეტეს, რომ ჩინეთი მოსახლეობის რაოდენობით პირველ ადგილზეა