ჩემი ნათესავი ქალია ერთი ძალიან საყვარელი
ლამაზიც და ყოჩაღიც
ხოდა ქმარი მოუკვდა ეხლახანს და პანაშვიდებზე მოდის ვიღაც ქალი, იქ აბირჟავებს
ეს ქალი კიდევ კითხულობს, ვინაა ეს ქალი, რატომ არ მიდის
არავინ არაფერს ეუბნება
თურმე მაგის გარდა ყველას სცოდნია, რომ ამ კაცს საყვარელი კი არა საერთოდ მეორე ოჯახი აქვს, შვილებიან შვილიშვილებიანად
და ლეგიტიმურად ზის პანაშვიდებზე სამძიმრებს იღებს
ხოდა ამ პანაშვიდებზე საერთოდ დამეგობრდნენ ეს შვილები და ის შვილები
ქეიფობენ ეხლა ყოველდღე ერთად
ეს კიდევ აზრზე არაა