სიმართლე გითხრათ,საერთოდ არაფერი მქონდა მოსმენილი ამ ტრიოს
მიერ შესრულებული.ვნახე რამდენიმე ვიდეოს ფრაგმენტები,უფრო კომენტარებმა
დამაინტერესა,იმიტომ,რომ ნახვების რაოდენობამ გამაოცა.მთელი ევროპა/აშშ/აზია
ეტრფის და სიყვარულს უხსნის.
რა გითხრათ,აბა,არცერთია მზეთუნახავი,არც ვოკალური და ფიზიკური მონაცემებით გამოირჩევიან...
როგორც ჩანს,მსოფლიოში გოგოების,ქალების ნატურალური სილამაზის,უბრალოების,
უშუალობის დეფიციტია.ვერც დაბერილი ტუჩები,ვერც საშინელი მაკიაჟი,ვერც დახატული წარბები,
ულტრავარცხნილობა, სიშიშვლე და სხვა უბედურებები ნახეს ამ გოგოებში.
დადიან სადად,მოკრძალებულად ჩაცმულები ქალაქს მოწყვეტილები,სოფლებში,ლამაზ ბუნებაში.
ჰოდა,სწორედ ეს ხიბლავთ უცხოელებს.ქართველების რეაქცია არ ვიცი.
გაითვალისწინეთ მდედრ.სქესის წარმომადგენლებო!
ამ ფენომენის სხვა ახსნა არ მაქვს.