ისე ადამიანი არ შემხვედრია, მწვავე ფსიქ. პრობლემა ერთხელ მაინც არ ჰქონოდა ცხოვრებაში, რეალურად ყველას გვიჭირს პერიოდულად, ამიტომ მეტი ემპათიაა საჭირო..
მე პირადად გარემოებიდან გამომდინარე "ვყვინთავ" ხოლმე, მაგრამ მიუნჰაუზენივით მოვქაჩავ ჩემს თმას მაღლა და ვწევ ზემოთ საკუთარ თავს
პირველ რიგში იმის გააზრება მჭირდება, რატომ ვგრძნობ თავს ცუდად, მერე ვცდილობ ეს აღმოვფხვრა ან/და სასიამოვნო თემებისკენ ავიღო გეზი და ბოლოს ვიბრუნებ ჩემს სახეს ))
ტედ თოლქი მაქვს მოსმენილი ერთი ჟურნალისტის, რომელიც დეპრესიის თემას იკვლევდა
თვითონ გაჭყიპა ექიმმა წამლებით, სულ უმატებდა ყოველწლიურად დოზას და მოკლედ მივხვდი, რომ პიზდეცი მქონდაო, მერე დაიწყო კვლევა..
მოკლედ კამბოჯაში როგორ "უმკურნალეს" ფერმერს, რომელსაც ბრინჯი მოჰყავდა ხოლმე და რომელმაც ფეხები დაკარგა.. რადგანაც ფეხები აღარ ჰქონდა უჭირდა მუშაობა, საწოლიდან ვეღარ დგებოდა და დეპრესია დაემართა.
და როგორ უმკურნალეს იცით? სოფელმა მოილაპარაკა და ძროხა უყიდეს, რომლის მოწველასაც ფეხები არ სჭირდებოდა :დ დეპრესიამაც გაუარა ფერმერს :დ
ანუ დასკვნა ისაა, რომ ადამიანური მხარდაჭერა და გვერდში დგომა უფრო გვაძლიერებს ადამიანებს, უბრალოდ რატომღაც ყველას გვგონია, რომ "მარტო ჩვენ შეგვიძლია ჩვენი თავის შველა"
ნუ სადღაც ასეცაა, ოღონდ ეს იმიტომ, რომ ძირითადად სხვა გამოსავალი არ გვაქვს :დ
პ.ს. ახლობელი ადამიანების გარდაცვალებას რაც შეეხება, მართლა მოუნელებელი თემაა, ოღონდ აქ რელიგია უფრო მშველის, სადღაც იმედი რომ ბჟუტავს, რომ ისევ შეხვდები ადამიანს, თუნდაც სხვა ცხოვრებაში, რაღაცნაირად ძალას გმატებს.
აუ თმაზე

შეყვარებულს რომ დავშორდი, ჯერ 9 ფერი გამოვცვალე, მერე ვაბშე ისევ დავიწვი, სულ მოკლედ მომიწია შეჭრამ :დდ
კი მიშველა ხო იცით
ახალი სადარდებელი გამოჩნდა - თმა

შეყვარებული ვიღას ახსოვდა
This post has been edited by საქმიანნი on 18 Apr 2021, 17:43
A wise man once said nothing .
STAY HUNGRY. STAY FOOLISH.
ნერვები დააგლიჯეს კაცს და კულტურის ფარგლებში შეიგინა © masha