პირველი შიში (3-4 წლის ასაკში) - მუშთაიდის ბაღში დევების რომ დგანან, ისინი მომელანდნენ ღამე სიბნელეში და რაღაც პერიოდი გამყვა ეგ შიში.
მეორე შიში - (4-5 წლის ასაკში) შემთხვევით შევესწარი ტვში რაღაც იტალიურ ფილმს, რომელშიც ოკეანში ქალებს გველები კბენდნენ და კვდებოდნენ და აქედან დაიწყო გველების ფობია, რომელიც დღემდე მომყვება და პარალელურად ზღვის და ზოგადად წყალში ღრმად შესვლის შიში. იქაც კი სადაც გველების ყოფნა 100% გამორიცხულია. ნელ-ნელა ამას დახრჩობის შიშიც დაემატა და სიღრმეზე სადაც ფსკერზე ფეხს ვერ ვადგამ, პანიკური მდგომარეობა მეწყება. ბოლო 2-3 წელში უკვე ზოგადად წყლის დიდი მასის შიში დაემატა, კონკრეტულად ზღვაზე, როცა შევდივარ და წყალი მოძრაობს, მგონია რომ წამიღებს და გული მიჩქარდება, საფრთხის შეგრძნების გამო. ფაქტიურად მხოლოდ წელამდე წყალში შევდივარ ბოლო 2-3 წელი. ეს ყველაფერი მიუხედავად იმისა რომ ცურვა ვისწავლე 18 წლის ასაკში და ვიცი. გველების ფობია იმდენად ძლიერია რომ ეკრანზეც კი ვერ ვუყურებ.
მესამე შიში - (4-5 წლის ასაკიდან) მაშინ ჯერ კიდევ მოსული იყო გარდაცვლილი ნათესავების გადიდებული ფოტოს კედელზე ჩამოკიდება და ბებია-ბაბუას ფოტოების მეშინოდა, მეგონა რომ თვალს მაყოლებდნენ და სწრაფად გავირბენდი ხოლმე იმ ოთახს, რომელშიც ეკიდა ფოტოები, როცა მარტო ვიყავი სახლში. გამიარა რამდენიმე წელში და მერე მოვხსენით ფოტოებიც.
მეოთხე შიში - ოჯახის წევრის გარდაცვალების შემდეგ სიბნელის შიში გამყვა რამდენიმე წელი, მეტ-ნაკლებად გადავლახე, პანიკაში არ ვვარდები, მაგრამ მაინც ძალიან არ მსიამოვნებს ბნელ სადარბაზოში, არკაში და ა.შ. შესვლა. საკუთარ სახლში არ მაქვს შიში.
მეხუთე შიში - ავტოავარიის, დახეიბრების, დასახიჩრების და ძალადობრივი სიკვდილი შიში. ამის გამო ვერ ვიტან ავტომობილით მოგზაურობას და ერთადერთ მძღოლს ვენდობი და მხოლოდ მის მანქანაში შემიძლია მშვიდად ვიმგზავრო შორ გზაზე. ეს იმის ფონზე რომ ზოგადად სიკვდილის არ მეშინია, მტკივნეული სიკვდილის შიში მაქვს.
მეექვსე შიში - ზოგადად ძლიერი და გაუსაძლისი ტკივილის შიში.
მეშვიდე შიში - (გარდატეხის ასაკიდან იწყება), ხალხის მასაში გაჭყლეტვის და გაგუდვის შიში, ეს იმ პერიოდად როცა მეტროს ვაგონებში მართლა კატასტროფული ხალხმრავლობა იყო, ისეთი რომ ნემსს ვერ ჩააგდებდი და გამოვცადე შეგრძნება, როცა მეგონა რომ მართლა გავიგუდებოდი, ვეღარ ვსუნთქავდი.
მერვე და ყველაზე მთავარი შიში - ჩემს შვილზე დიდხანს ცხოვრების შიშია, ეს ალბათ მთელი ცხოვრება გამყვება, ამაზე მეტად არაფრის მეშინია. პრინციპში ერთადერთია რისიც მეშინია რეალურად (დანარჩენი შიშები მაინც სიტუაციურია) და რაც ვიცი რომ გამანადგურებდა როგორც პიროვნებას.
პ.ს. გადავიკითხე და მგონი ფსიქიატრი მჭირდება.
This post has been edited by ~Annabelle°Haunting~ on 28 Apr 2021, 13:38