rouletteჰო, რავიცი, ჩემთვის არამშობლიურ ენაზე როცა ვსაუბრობ და მათ ენაზე ვესაუბრები, ტრაკზეც მაკოცონ აქეთ და მადლობა მითხრან, ეგღა მაკლია აქცენტის გამო გამაკრიტიკონ. რუსული დღევანდელ ახალი თაობის რუსებზე უკეთ ნამდვილად ვიცი, საერთოდ გაუგებარ და გულისამრევ სლენგზე რომ საუბრობენ.
ქართულში რაღაცნაირი ინტონაციები მაქვს, ზოგჯერ მეც მაოცებს ხოლმე, მაგრამ ჯერ არავის გადაუკრავს პირზე სკოჩი ამის გამო.

ჩემთვის ადამიანის მეტყველების მანერას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ნებისმიერი კუთხური კილო მირჩევნია "გარეუბნულ" ქართულს, არც კუთხური კილო რომ არ აქვთ თითქოს, მაგრამ თან რბილ ან მაგარ ლ-ებს რომ ურტყამენ და უცნაურად საუბრობენ, ეს მზარავს. კუთხურ კილოებზე რეაქცია არ მაქვს, ეს უფრო ბუნებრივია და ახლობელი ჩემთვის, რადგან ბავშვობაში დასავლეთშიც დავდიოდი ყოველ ზაფხულს და აღმოსავლეთში და ორივე მხარეს მყავს ნათესავები. კახეთი მიყვარს განსაკუთრებით, თავისი იუმორით, კილოთი და ყველაფრით. ბებია მყავდა სიღნაღელი.
This post has been edited by ~Annabelle°Haunting~ on 29 Apr 2021, 23:44