რა მარი
::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::
"გასიებულან ბოღმით გრძნობები,
თურმე სულ სვამენ არ ჩერდებიანო.
საცემრად დამდევენ ეს გოთვერნები,
ასეთი სიყვარული, რა შეგძლებიაო.
დადუმებულა თურმე ღალატიც,
ჩემზე იძახდა: ” ეს შემდეგიაო”,
ახლა კი ბუძრუნებს თავჩაქინდრული:
”ასეთი ერთგულება, რა შეგძლებიაო?”
სამკაპს ლესავდა ჩუმად ეშმაკი,
შენნაირები შემიცდენიაო?!!
თავდახრილი ზის ახლა ვერაგი,
ასეთი თავდადება, რა შეგძლებიაო?.
ჩემს თავს ვაჯერებ უაზრო სიტყვებს,
რომ ყველაფერი ჯერ არ დამთავრდა,
მომავლის იმედს კი რატომღაც ისევ,
წარსულის მწარე გემო დაჰკრავდა.
ვდგევარ, შორიდან ვუმზერ შენს ქორწილს,
და ყურს არ ვუგდებ ამ ბანალურ არიას.
ხო მეც ჯინაზე მოვიყვან ცოლს და
შვილს კი დავარქმევ სახელს მარიამს."
* * *

................................................................