სწორი მიდგომაა, ძუნწი კაცები მაგრად არ გვევასება ქალებს.
ერთ ტიპს ვხვდებოდი, ფლირტის დაწყებით ეტაპზე ვიყავით, კაფეში დამპატიჟა,
ისედაც არ მიყვარს კაფე-რესტორნებში სიარული, სადმე ბუნებაში გასვლა მირჩევნია.
ამან დაიჟინა.
ჰოდა, მენიუ რომ მოგვიტანეს, მაჯახა: აბა, შენ იცი ძალიან ძვირიანებსაც ნუ აირჩევო.
ნიმეცკი შოტი შევთავაზე და ის ავიღე რაც მინდოდა.კაი, ვიხუმრეო- კი, დააყოლა.
მაგრამ იმ საღამოს მერე აღარსად წავყოლილვარ.
თუ ფული არ გაქვს რას იჭაჭები ფეშენ კაფეზე, რა საჭიროა სხვა ტიპის თამაში. ან თუ ჟმოტი ხარ და ვინმეზე შთაბეჭდილების მოსახდენად პატიჟებ, მაინც მთელი საღამო ხარჯზე იფიქრებ და იწუწუნებ და რა აზრი აქვს ეგრე სადმე წასვლას?
მე და ჩემმა ექსმა რაღაც კაპიკებით მოვიარეთ მთელი აჭარა და ახლაც ბედნიერად მახსენდება ის პერიოდი. 2ლარიან სიმინდს და მზესუმზირას რომ ვყიდულობდით რომანტიკული სეირნობისთვის.