ეს ადამიანები მთელი ცხოვრება იმალებიან, იჩაგრებიან, ზოგი საერთოდ "სტანდარტულ" ოჯახს ქმნის ნების საწინააღმდეგოდ
ეს ყველაფერი სოციუმის მხრიდან მათი მიუღებლობის და ზეწოლის შედეგად ხდება
რა თქმა უნდა, მათ უჩნდებათ სურვილი თავისუფლად გამოხატონ თავი, გამოჩნდნენ, იგრძნონ თავი საზოგადოების სრულფასოვან წევრებად
ჩემში არ იწვევს აგრესიას ეს მარში, რადგან ვხვდები მის მიზანს, რომ აამაღლონ ცნობიერება საზოგადოებაში, დანაახონ რომ ისინი არსებობენ და ისინიც ჩვენსავით ადამიანები და სოციუმის წევრები არიან
არ ვთვლი ამას პროპაგანდად
რა თქმა უნდა, გამაღიზიანებელია, როდესაც დღევანდელ მსოფლიოში ზედმეტად გვტენიან ლგბტ თემატიკას შოუებში, სერიალებში, ფილმებში, თუნდაც შავკანიანებს, მაგრამ ეს ტელევიზიის გადასაწყვეტია. იმ დღეს წავიკითხე, ბიბისიზე თურმე თუ რაიმე უმცირესობის ამსახველი ისტორია არაა სცენარში, იმას ეთერში არ უშვებენ, იმის გამო რომ მაყურებელშია დიდი მოთხოვნა ამ უმცირესობის ნახვისადმი. რა თქმა უნდა, აბსურდია მსგავსი შემთხვევები, რომლებიც მრავლადაა დღევანდელობაში.
ასევე არაადეკვატურად მიმაჩნია 33 ახალი "გენდერის" არსებობა, რომელიც ფსიქოლოგიური გადახრა უფროა და მკურნალობას საჭიროებს. ამერიკიდან რომ მოდის ეს ყველაფერი, ეს გასაგებია და მემარაზმება 6 წლის ტრანსგენდერი ბიჭი. გახდეს სრულწლოვანი და გადაწყვიტოს, კიბატონო. მაგრამ 6 წლის.. მოკლედ მიუღებელია ეს ჩემთვის. ზოგადად ნებისმირი რამ მიუღებელია ჩემთვის, რაც არასრულწლოვანზე ზემოქმედებას ახდენს, პირველ რიგში ესაა მშობლის პასუხისმგებლობა და შემდეგ უკვე სახელმწიფოსი, რომ არ დაუშვას მსგავსი. ამერიკა ამ მხრივ ზედმეტად დემოკრატიული და ტოლერანტული გახდა, რაც უკვე ისტერიაში გადასდის. არაკორექტულად რომ ვთქვა, ცოტა გაუბერეს ამდენი თავისუფლებით და დემოკრატიით.
დანარჩენები: ლესბოსელი, ბი, გეი, ტრანსსექსუალი, ტრანსგენდერი, აი ეს ადამიანები არსებობენ ჩვენ გარშემო და ეს უნდა მივიღოთ და გავიაზროთ
ისიც უნდა გავიაზროთ, რომ ძალით ვერავინ გაგაპიდარასტებს და ვერ გაგატრანსებს, ვერც ბავშვი ირყვნება მათი ყურებით
ძალადობის ყურებით უფრო ირყვნება
გეების ყურებით გეი ჯერ არავინ გამხდარა
ამიტომ ნაკლები სიძულვილი და ბოღმა, მეგობრებო