გიორგი XIIმთლად არა, მაგრამ ნელნელა IoT ვნერგავ
decembreჩემი პროგნოზით სადღაც 3-5 წელიწადში კიდევ ერთი დიდი ნახტომი იქნება აკუმულატორების ტექნოლოგიაში. აქამდე არ იყო იმდენად აქტუალური, მაგრამ დღეს ჰიბრიდ/ელექტრო მანქანების ბაზარმა კოლოსალური მოთხოვნა და ფული გააჩინა ამ სფეროში. იმის შემდეგ რაც ახალი თაობის აკუმულატორები გამოვა, ბევრად უფრო მოქნილი და მოსახერხებელი გახდება ელექტრო/ქარის ენერგიის გარდაქმნა და შენახვა. დიდი მასშტაბებით გეოთერმული ენერგიაც ძალიან მომგებიანია და თან გეოთერმული ენერგია არის ერთერთი უდიდესი ენერგეტიკული მარაგი, რაც დედამიწას გააჩნია. უბრალოდ იმ ძალებს ვის ხელშიც ფული და ძალაუფლებაა, ძალიან არ აწყობთ ეს. ელექტრო მანქანებმა უდიდესი საქმე გაგვიკეთა კაცობრიობას ენერგიის მოპოვების სწორი მიმართულებით განვითარებაში, თორემ იგივე ძალებს უნდოდათ ატომური ენერგია დაენერგათ ნავთობის მემკვიდრედ. აწყობდათ, რადგან მართვის სადავეები მათ ხელში იქნებოდა. ახლა კი უკვე ასე აღარაა და მადლობა ღმერთს და იაპონელებს.