მოგესალმებით ყველას
ჩემს მოგონებასაც დავწერ.შეიძლება ვინმესთვის სტიმულიც იყოს.
სულ სულ თავიდან დავიწყებ.ყოველთვის ვოცნებობდი ტყუპიკოები მყოლოდა.როცა პირველმა ეხომ მახარა : ვაიმეეე ორნი არიან, ტყუპები გეყოლებაო სიხარულით გავგიჟდი და ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ვიცოდი რომ ასე იქნებოდა .პირველმა 15 კვირამ მშვენივრად ჩაიარა,შემდეგ ყელის ზომა აღარ მოსწონდა ექიმს. ვაკვირდებოდით და საბოლოოდ 20 კვირისკენ პესარიც დამადო, წოლითიც დამინიშნა( რომელიც ბოლომდე გაგრძელდა ) . რა თქმა უნდა ველოდი რომ ნაადრევად დამეწყებოდა მშობიარობა და 26 კვირიდან ვუყურებდი ვიდეოებს თუ როგორ გადარჩნენ ამ ვადაზე დაბადებული ბავშვები.კვირა კვირას მისდევდა და მეც იუთუბში ორსულობის ვადებს ვცვლიდი და ვაკვირდებოდი როგორები იყვნენ იმ ვადის დაბადებული ბავშვები

. სამსახურში ყველაზე რთული და დატვირთული პერიოდი მქონდა ( კოშმარი ), დავკარგე 2 საყვარელი ადამიანი,გამოკეტილ იზოლირებულ ადამიანს მეუღლემ მაინც მომიტანა კოვიდი. 35 კვირის ვიყავი უკვე, მქონდა ძალიან მარტივ ფორმაში თუმცა ვადის გამო კლინიკაში დამაწვინეს და კონტროლის ქვეშ ვიყავით სამივე.ყოველდღე იმას ვლოცულობდი რომ იქ არ დამწყებოდა მშობიარობა.გადავარჩი

გამოვეწერე და ჩემს კლინიკაშიც დავბრუნდი.არც მე და არც ჩემს ექიმს არ გვჯეროდა რომ ასეთ ვადაზე მოვედით . ძალიან ხშირად მიბარებდა შემოწმებაზე ( გულის ცემებს უსმენდნენ და მდებარეობებს ნახულობდა ). ბოლო ეხოთი ორივე იჯდა და მიუხედავად იმისა რომ თავიდანვე ბუნებრივი მშობირაობა მოიაზრებოდა ( პირველი ასე მყავს გაჩენილი და საკმაოდ კარგი გამოცდილება მქონდა) ბავშვების მდებარეობამ გამოიწვია საკეისროს დაგეგმვა.
ზუსტად 38 კვირაზე დაიგეგმა საკეისრო და დილით ძალიან ადრიანად დამიბარა. მივცუნცულდი, მომამზადეს და შემიყვანეს საოპერაციოში. ორი პაწაწუნას ხმაც მალე გავიგე ( მოულოდნელად მალეც კი ) , სამივე ერთად" ჩაგვაკარტოჩკეს" კიდეც

პირველი ის ვიკითხე ხომ კარგად იყვნენ ბავშვები. მანამდე ეხო წონებს ნორმებს მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან პატარებს მეუბნებოდა, მაგრამ კი გაჩნდნენ 3,300 და 3,500.ესეც გამიკვირდა

.
საკეისროს დეტალებს არ მოვყვები , უმეტესობამ კი იცით და ბევრსაც წარმოდგენა მაინც აქვს

ერთი ის იყო პირველი წამოდგომა გამიჭირდა ძალიან, თუმცა შემდეგ თავს ძალას ვატანდი და ბევრი იმოძრავეო რომ მეუბნებოდნენ ვუჯერებდი ექიმებს.თან ორივე ჩემთან მყავდა და უმოძრაოდ ვერც ვიქნებოდი.
სასადილო ოთახში გოგოებს რომ ვხვდებოდი მეცინებოდა ზომბებივით ვართ თქო და მარტო მე რომ არ მეცინა სულ ფარჩაკებს ვეძახდი და იმათთაც ვაცინებდი. ნუ ახალ ნაკეისრალზე სიცილი რა არის კი იცით

სამშობიარო სახლითაც კმაყოფილი ვარ . პირველიც მანდ გავაჩინე და ნორმალურად იყო ყველაფერი. როგორც ხდება ხოლმე მორიგეობების მიხედვით ზოგი ძალიან კარგი ექიმი და ექთანია, ზოგი კიდე სტრანია.ნუ ჩემი პირადი ექიმი უზომოდ მიყვარს.ერთმა გამაბრაზა ბავშვების განყოფილებიდან.2 დღე არც ხსენი მქონდა და არც არაფერი. ერთ საღამოს შემოვიდა მორიგე ექიმი ვტიროდი. გაგიჟდა ასე რომ ვნერვულობდი და ყველაფერი ცადა ჩემს დასაწყნარებლად,შემდგომ მითხრა ცოდო ხარ რატომ არ გაგყავს ბავშვები .მოდი ამ ღამეს გაიყვანე .შენ დასვენება გჭირდებაო. დავფიქრი და გადავწყვიტე გამეყვანინებინა.დავრეკე ზარი და შემოვიდა მაინცდამაინცის ის გოგო რომელიც არ მომწონდა თავისი ტექსტების და მოქცევის გამო.დიდი მოწიწებით ვუთხარი გთხოვთ ამ ღამეს გაიყვანეთ ბავშვები თქო და მეუბნება : ნუ შენ თუ გინდა რომ ბავშვები ხელოვნურზე გყავდნენ და არ გინდა რომ აჭამო კარგი ხო გავიყვანო. ისე ცუდად გავხდი შუა გზიდან მოვაბრუნე ბავშვები . დავიწყე ახლიდან ბღავილი

აქვე ავხსნი რომ არ მინდოდა მეჭმია იყო ყველაზე ბოროტული თქმა ჩემს მიმართ,რომელიც მცდელობას არ აკლებდა არაფერს. სახლში გამოვეწერეთ. მასაჟისტი დამჭირდა საკმაოდ სერიოზული მდგომარეობა მქონდა. დავიწყე წველით და ეხლა ბავშვებმაც დაიწყეს თვითონ წოვა. ასეთი ადამიანები მსგავს ადგილებში არ უნდა მუშაობდნენ. აშკარად არ იყო იმისი საქმე რა და ძალით თუ აკეთებდა პაციენტების ბრალი არაფერი იყო. აღმოჩნდა რომ ყველა ემდუროდა ამ გოგოს.
ასეთი ამბები მქონდა მოკლედ

ეხლა ვუვლი სამ ბავშვს . უფროსის ეჭვიანობებს ვუძლებ. თუმცა ყველაფერში ვიხმარ . უყვარს ძალიან დაიკო და ძამიკო მაგრამ თუ გაჭედა აი მანდ მესამე მსოფლიო ომი გვაქვს ოჯახში.
ყველას ბედნიერ დედობას გისურვებთ <3