..................................
* * *
მეზობელი ნარკუშა მყავდა ერთი, დილიდან გადიოდა თავის საქმეებზე და რამე რომ დარჩებოდა სახლში, ქვემოდან ეძახდა თავის ყრუ დედას და კიდევ უფრო ყრუ ბებიას და ბოლო ხმაზე 10 წუთიანი ღრიალის შემდეგ ძლივს რომ გააგონებდა რომელიმეს, რომელიც გადმოხედავდა აუცილებლად გადმოსძახებდა ხოლმე, რა გაყვირებს? ყრუ კი არა ვარო..

მერე ეს ქვემოდან აგინებდა ორივეს წილს მრავლობითში: თქვენი ყრუ დედები მო#(₾+#(#(ნო.. წლები მანძილზე მთელს სამეზობლოს ტვინი ჰქონდა მო#+₾+#+ მათი ყვირილით და დღეგამოშვებით ოჯახში სკანდალებით, მაგრამ როცა ბინა გაყიდეს და გადავიდნენ, აშკარად მოაკლდა ეზოს კოლორიტი, ტიპი ისეთ გინებებს აძრობდა, უნდა ჩაგეწერა და კრებული გამოგეცა.

ერთხელ დილაადრიან საკუთარი ცოლი, მთელი ოჯახი და სამეზობლო მოატყუა ვითომ მისი სიდედრი გარდაიცვალა (სხვა ქალაქში ცხოვრობდა ის ქალი), აკრიფა სამეზობლოში ფული და მოხია წამლის გასაკეთებლად. რომ აღარ გამოჩნდა რამდენიმე საათი, ცოლმა დაურეკა თავის ძმას და "გარდაცვლილმა" დედამ უპასუხა ტელეფონზე.

გამოვარდა ქალი აივანზე, ყვიროდა მომილოცეთ ცოცხალია დედაჩემიო.

გვტროლავდა ტიპი, როგორც შეეძლო.