NinjaRacerრას ნიშნავს ბებრუცანა ხვდები? ეგრე 20 წლიდან ხდები ბებრუცანა. მგონი ცხოვრების სტილს გააჩნია. მე რომ დავწერე ჩემს ახლობელზე ზემოთ საერთოდ არ ცხოვრობს ბებრუცანა ცხოვრებით. მაგის ნახევარი ასაკის მეგობრებიც ყავს. ამავდროულად ჩემი ერთი ბებია 69 წლის ასაკში გარდაიცვალა. რთული ცხოვრება ჰქონდა და მართლა ბებრუცანასავით ცხოვრობდა + გამოიყურებოდა. ერთი გოგო ვიცი საქართველოში 37 წლისაა და მაქსიმალურად 30 მისცე. საკაიფო სამსახური აქვს და გათხოვებაც არ უნდა. კაცებიც არ აკლია და არის გრიალებს + ეგრე მოსწონს. რა მეორე ადგილი
კაცებისთვის არ ვიცი როგორაა მაგრამ ახლა რომ სექს დრაივი მაქვს 30-აინებში ეგრე სად მქონდა 20-იანებში. ჩემი ერთი კოლეგა მეუბნება 40-იანებში ეგრე ვარო და ისიც ვარჯიშობს. ვარჯიში ანდომებს სექს ქალს და მხოლოდ მაგის გამო არასოდეს შევწყვეტ

მეტი არ ვიცი რას გულისხმობ მეორე ადგილში. კლუბებში იმენა ოდნავ კარგად გამოიყურებოდე და კაცების რიგია ყველა ასაკში. გეუბნები სადაც კი გახვალ ქალი ოდნავ კარგად გამოიყურები და სულ გიყურებენ. მაგის ნაკლებობას 50 წლამდე არ მგონია ქალს ჰქონდეს . რომ იცოდე მალალეტკების ყურადღება ყველას არ სიამოვნებს. ქალს უმეტესად გინდა შენი ასაკის რეინჯის ბიჭები და მანდ ყოველთვის არიან კაცები ვისაც უნდიხარ. ნუ ახლა ვიღაც ოღრაში 45 წლის კაცი 19 წლის გოგოებს დასდევდეს ეს სხვა საკითხია. ეგეთი კაცი მე პირადად ვერც მიმიზიდავს. 30+ თან უფრო სელექციური ხდები იმიტომ რომ ზუსტად იცი რა გინდა. ვაბშეტა კი როცა უკვე ნახე ის ვინც გაკმაყოფილებს ეგ ყურადღება საერთოდ მეასე პლანზე ინაცვლებს. ჩემში არ იწვევს ეგ თვითშეფასების ამაღლებას. რაღაც სხვა რამეზე მაქვს ეგ მომენტი. კაცების ყურადღება არაა ჩემთვის მნიშვნელოვანი.
კარიერის მხვრივ კიდე რომ ვუყურებ ახლა ვინც ამთავრებს მეცოდება ეს ხალხი. ჯერ ერთი ჩემს თაობას რა ცუდი ფინანსური კრიზისები შეხვდა და ამათ კორონიან რა არ დაატყდათ თავზე. zero hours კონტრაქტებში და gig economy -ში გაიჭედა მთელი თაობა. ვუყურებ და რამდენს შრომობენ ვგიჟდები და მაინც სიღარიბის ზღვარზე რჩებიან. ბევრი სწავლობს მერე ფიზიკურად კურიერის მიტანებზეა, კიდე რაღაც ოფისში 2-3 დღე, კიდე ბლოგიც ააქვს და ტიპები იმენა ქირას იხდიან უმეტესად. ვერ აგროვებენ სახლისთვის, ერთი ისაა რომ ახლა ადვილია უფრო სწავლა და უნივერი საერთოდ არაა საჭირო მაგრამ ყველას პროგრამისტობას რომ ტენიან ეგეც არაა სწორი. ყველა ვერ ისწავლის და არც უნდა პროგრამისტობა და იმან რა გაკეთოს? მერე აქტივების ფასები ვაბშე ასტრალშია გასული და ხელფასები რეალურად იგივე დარჩა. ბინები და სახლები შემოსავლის უამრავი multiple ჯდება. დედაჩემის ბინა 13კ იყო რომ იყიდა 20 წლის უკან. ახლა ეგ რომ იყიდო 60-70კ გჭირდება ან მეტი. მაგრამ სამსახურების ხელფასები ვაბშე არ გაზრდილა. ჩემსკენაც ეგრეა და უამრავი მაგალითი მაქვს მაგის. ჰოდა ეს თაობა ვაბშე განწირულია. ტიპები გადავლენ გერმანიის მოდელზე სადაც მთელი ცხოვრება მუშაობ და იხდი ქირას. მერე კარგი სამსახურები ცოტავდება. კომპანიები ძაან ქარხნულად უყურებენ მუშახელს უკვე. მოდიხარ აკეთებ XYZ და ეგაა შენი სამსახური. ჩემი სამსახური კრეატიული და აბსოლიტურად არასტანდარტულია. რომ დავამთავრე graduate programme მოვხვდი და ბევრი სხვადასხვა ადგილას ვიმუშავე ჩემს კომპანიაში. ნიუ იორკის ოფისშიც წამიყვანეს ცოტა ხანი, ინვესტიციას ახდენდნენ. ახლა იგივე კომპანიას სულ ფეხებზე კიდია ეგეთი რამე. იმდენი ხალხია უკვე რომ ახლა ვინც მოყავს დაჟე უნივერიდან ყველა ძალიან წვრილი რამისთვის. ვერც ვითარდებიან კარგად ეგეთ სამსახურებში. ხალხი ვისაც მდიდარი მშობლები არ ყავთ უბრალოდ ვერც იქაჩებიან. რატომაა რომ მასმედიაში აქ უმეტესად მდიდრები არიან, იმიტომ რომ ხელფასი ისეთი დაბალია რომ ლონდონში უბრალოდ ვერ იცხოვრებ თუ დედიკო და მამიკოს ნაყიდ სტუდიოში არ ხარ. კაროჩე დიდი და კომპლექსური თემაა ეს.
ასე რომ არა, არც კარიერის მხვრივ მინდა ვიყო 20-იანებში ახლა. მეცოდება ეგ თაობა. ტიპები შრომობენ და პახაობენ ბევრს და მაინც ვერ მიდიან შორს. მეც ჰო ვშრომობდი არა და მეც ჰო მიყვარს მუშაობა მაგრამ ეგრე ვირივით სიტუაცია მაინც არასოდეს მქონია ამათ რომ ვუყურებ. რომელ ასაკში უნდა გავიდეს ეს თაობა პენსიაში? რეალურად ვერასოდეს გავლენ. სიკვდილამდე მოუწევთ მუშაობა. ამაზე საცოდავი თაობა არ ვიცი მეორე და უარესდება სიტუაცია თან.
შენ კიდე რაღაც უნდა შეცვალო რომ ასე არ იგრძნო თავი. 37 წლის ადამიანისგან 200 ვგრძნობო თავს არ გამიგია. დეპრესიულობა არ შემოგეპაროს.
ასაკის მატებასთან ერთად ჩემთვის ყველაზე დიდი რამეა პასუხისმგებლობის გრძნობაა. ასევე ის რომ კიდევ დამჩა შეუსრულებელი გეგმები და უნდა დავაჩქარო რაღაცეები. უხილავი ძაფები მექაჩება უკან. დაბერების მომენტი არ მაქვს ჯერ. შეიძლება შვილი რომ გყავს და ის იზრდება მაგ მხვრივ იყოს. შენ გყავს შვილი?
გუშინ ვფიქრობდი და gap year რომ არ მქონდა ალბათ მაგის გამო მაქვს მოთხოვნილება კიდე ხეტიალის. აქ სკოლას რომ ამთავრებენ ან უნივერს მერე მიდიან ერთი წლით სამოგზაუროდ სადმე. ზოგი round the world ბილეთს ყუდულობს რაც არაა ძააან ძვირი. იდეაში ამ წელიწადში არც სწავლობ, არც მუშაობ, უბრალოდ ერთობი და ეცნობი სამყაროს. ეგეთი წელი არ მქონია. ანუ რომც არ ვმუშაობდე და რომც არ ვწავლობდე. უბრალოდ რომ ვიყო. განა სწავლაშია პრობლემა, უბრალოდ როცა სტრუქტურულად სწავლობ იქ გამოცდების, საკურსოების და დისერტაციის სტრესი მაინცაა. gap year კიდე არის უსტრესო, ყველანაირი ვალდებულსების და დარდის გარეშე გატარებული წელი. უნდა დავამატო რომ ესეც მდიდარი ხალხის შვილები აკეთებენ. სამწუხაროდ.
This post has been edited by lovelock on 31 Aug 2021, 14:22