ninicooldaviti35კარგი იდეებია მაგრამ ბათუმში ბინის მომხრე არც მე ვარ თუ მანდ არ ცხოვრობ. აქტიური მენეჯმენტია მანდ საჭირო.
კი ქირავდება როგორ არა მაგრამ ნაკლებ ფასებში და იქაური დამქირავებელი სამი ტიპისაა ძირითადად ჩემი გამოცდილებით:
1. დამსვენებლები და სეზონური მუშაკები.
2. ხალხი ვინც მანდ მუშაობს მთელი წელი / უცხოელებიც შედის მაგ კატეგორიაში.
3. გაჭირვებული ხალხი და აჭარის სოფლიდან ჩამოსული ხალხი ბევრი რომ ცხოვრობენ ერთად.
ბინა უნდა იყოს ძალიან კარგ ფორმაში და ცენტრალურად (1) და (2) კატეგორიას რომ მოანდომო. მესამე კატეგორია კიდე მოასოდომგომორებს იქაურობას და აქტივის ფასი დაიკლებს იმიტომ რომ "გაფუჭდა", "დაძველდა" და განახლება უფასო არაა! ქირები ასევე პატარა ბინებზე დაბალია მაგრამ "კარგი" ბინა კარგ ლოკაციაში ძვირია... რომ გავაკეთოდ ისევ იმ Gross Initial Yield კალკულაცია სახარბიელო არაა თუმცა 1.5% ალბათ აჯობებს.
ყველაზე მნიშვნელოვანი რამ გაქირავების ამბავში ჩემი გადმოსახედიდან და არის მოწოდება/მოთხოვნა დინამიკა იმ ლოკაციაში სადაც გინდათ შეძენა. ჩემს უბანში ახლა ვუყურებდი მეც რომ მეყიდა მაგრამ მერე გამოძიებების მერე გადავიფიქრე. ბევრი პუნკტი განვიხილე მაგრამ საბოლოოდ გადავწყვიტე რომ არა იმიტომ რომ მოწოდება ბინების გაიზრდება შემდეგ 2-3 წელიწადში და ქირები ნატურალურად დავარდება / ან არ გაიზრდება. ჩემს უბანში კარგია ვიყიდო, დაველოდო და მერე გავყიდო. მაგრამ გავაკეთე გამოთვლები და გადასახადები იმდენია რომ არ მიღირს ეგ სტრატეგია. უკეთესი ვარიანტი შეიძლება ნახო. ვაბშე აღარ მინდა უძრავი ქონება
ქირის ვერ გაზრდა დიდი პრობლემაა იმიტომ რომ როგორც ვთქვი ინფლაცია ჭამს კაპიტალს.
ინფლაცია კიბოა... !!!! ნელ-ნელა კლავს დანაზოგს ისე რომ ვერც იგებ!
This post has been edited by lovelock on 3 Sep 2021, 01:20