არ გამოდის ეგრე იდეალურად არასდროს არაფერი... მითუმეტეს სიყვარულში...
ისედაც რთულია ნორმალური ადამიანის პოვნა ვისთანაც სიყვარული, გრძნობები და ნდობა გამოვა...
უამრავი დეტალია რომელიც უნდა მოგეწონოს და შეეწყო...
და თუ ამ მოთხოვნების დიდ ნუსხას კიდე გაუმაძღარ სექსუალურ აპეტიტს უმატებ თან ქალთან მიმართებაში ფაქტიურად უშანსოდ ხარ რომ ვინმეს იპოვნი...
მე საერთოდ ვოცნებობდი რომ ჩემი რჩეული არამარტო სექსში გაუმაძღარი არამედ პლუს ბისექსუალური ბუნების ყოფილიყო... მარა მომიწია კომპრომისზე წასვლა რადგან ეს მოთხოვნა ნაკლებ პრიორიტეტული ხარისხით სარგებლობდა სიაში...
სხვა რაღაცეებმა გადაწონა და დავიკიდე მისი არაბისექსუალურობა.
ყველაზე მთავარი რაც მინდა გითხრა არის ის რომ რეალურად მთავარი გულისამრევი რაც ამ თემაში დაფიქსირდა არის ის რომ
დაუოჯახებელი, სინგლ ადამიანები გვიკითხავენ მორალს და გვეუბნებიან რა არის სწორი და რა არის არასწორი დაოჯახებიდან 10-15-20 წლის თავზე ოჯახში...
გვამუნათებენ და განგვიკითხავენ იმაში რაზეც წარმოდგენა არ აქვთ რამეთუ არასდროს ყოფილან იქ რაზეც საუბრობენ ამაყი სახეებით და თვითდარწმუნებული პათოსით.
როდესაც 20 წელი იქნებით ცოლ-ქმრულ ურთიერთობებში მერე მოდით და მითხარით რა არის სწორი და არასწორი...
მანამდე კი კეთილი ინებეთ და გეყოთ შინაგანი სულიერი ძალა და თქვენი თეორიული წარმოდგენები, პრინციპები, სურვილები თუ როგორ გესახებათ თქვენი მომავალი ოჯახი თქვენი მიამიტი მზერიდან თქვენთვის შეინახოთ!!!
მე მესმის რომ ძალიან ძნელია გაუძლო ცდუნებას და არ დაამუნათო ეს საზიზღარი ხალხი რომ მერე იმათ ფონზე შენი თავი უფრო სუფთა, პრინციპული, წმინდა, გაურყვნელი და სამოთხისთვის გამზადებული დაინახო, თავზე ამოზნექილ თვალისმომჭრელ შარავანდედით და მერე ესე ამაყად წახვიდე ბალიშზე თავი დადო და ბედნიერი დაიძინო ფიქრებით - რა სუფთა ვარ ამ ჭუჭყიან სამყაროში იფ იფ

მარა მაინც... დადექით ამ ცდუნებაზე მაღლა და იყავით ძლიერები... არ გჭირდებათ სხვების დამუნათება იმისთვის რომ საკუთარი თავის სისწორე იგრძნოთ...
უბრალოდ მიყევით თქვენ პრინციპებს, დაოჯახდით და ქენით ის ყველაფერი რაზეც აქ წერდით ეგრე უნდაო, ისე უნდაო, ასე უნდაო და მერე... 20 წლის მერე დავარდით ქადაგად

პირობას გაძლევთ აი მაშინ უკვე აღარ მოგინდებათ არც არავის განკითხვა და არც გულის რევის შეგრძნები გექნებათ იმაზე თუ სხვა რას აკეთებს საძინებელში თავის ცოლთან...
ეფლირტავება სხვა ქალს თუ ცოლთან ერთად ეფლირტავება სხვა ქალს თუ ცოლთან ერთად ფალოიმიტატორით ეფლირტავება სხვა ქალს... ეს აღარ შეგაწუხებთ და არც გულს აგირევთ.
უბრალოდ შეეშვით ეს გაუთხოვარი და უცოლო ხალხი ოჯახიანებისთვის ჭკუის სწავლებას... რაც არ იცით, სადაც არ ყოფილხართ იმაზე ნუ დადებთ თავს!!!