წერილი ქართველ კაცსშენ ალბათ ზიხარ და ფიქრობ ეს ვინ მწერსო.
მე ერთი უბრალო გოგონა ვარ. რით განვხვავდები სხვა გოგონებისგან? არაფრით განვსხვადები, მაგრამ შენ მიგაჩნია რომ განვსხვავდები.
ისევე დავიბადე და გავიზარდე როგორც ქართველი გოგონების უმეტესობა, ერთ ტრადიციულ და მკაცრ ოჯახში. მეც მეკრძალებოდა სახლში გვიან მოსვლა, გამომწვევად ჩაცმა, ცუდად მოქცევა ზოგადად და სხვა ყველაფერი.
ისევე როგორც შენ შეიძლება შეგიყვარდეს ქალი ისევე შემიყვარდი მე შენ. სიყვარული მხოლოდ სულიერი გრძნობა არ არის. ალბათ არ არსებობს სიყვარულზე ხორციელი გრძნობა. რა თქმა უნდა სულიერიც არის, მაგრამ სიყვარულის გარდა სხვა არცერთ გრძნობას მოყვება ამდენი ხორციელი სურვილები. მე შენ შემიყვარდი, შენთან ყოფნა მომინდა, შენი ჩახუტება, შენი მოფერება და აი იქ სადღაც ინსტიქტები მეძახის მეც და შენც.
შეიძლება შენ იმიტომ რომ ესე გაგზარდეს მიგაჩნია რომ მე შენ არ უნდა მოგეფერო, არ უნდა ჩაგეხუტო, სანამ შენ მე ცოლად არ მომიყვან, მაგრამ მე ესე არ ვფიქრობ. მთელი ჩემი სხუელით შენსკენ მოვილტვი.
განა რამე დავაშავე თუ შენი მოფერება მაშინაც კი მინდა, როცა ჩვენ ამას ბავშვების ჩასახვისთვის არ ვაკეთებთ? განა რამე დავაშავე თუ შენი სიამოვნება მინდა ყველა გზით რითაც შენთვის მე სიამოვნების მონიჭება შემიძლია?
განა სითბოს გამოხტვა, მოფერება, სიყვარულია დანაშაულია?
რატომ გგონია ქართველო კაცო, რომ მე შენი სიყვარული არ შემიძლია თუ მანამდე სხვაც მიყვარდა? განა შენ მხოლოდ ერთხელ გწვევია ცხოვრებაში სიყვარული? არ განგიცდია სიყვარულში კრახი? ანაც რამდენი ადამიანი იცი რომელსაც მხოლოდ ერთხელ უყვარდა?
რატომ მიაგჩნია რომ არ მაქვს უფლება წარსული მქონდეს? მე შენ მიყვარხარ მაგრამ მე არასოდეს ვიცი შენ მიმატოვებ თუ არა და აღარ გეყვარები, მაგრამ მანამდე სანამ ჩემთან ხარ მე ხომ შენ ჩემი სხეულის ყველა უჯრედით მიყვარხარ… ნუთუ ეს არის ჩემი დანაშაული? როდის მერე აღარ პატიობენ ადამიანებს სიყვარულს? როდის გავხდით ესეთი ცივი და უგულო სამყარო?
მე შენ მიყვარხარ და მინდა ჩამეხუტო, მომეფერო და მთელი მსოფლიო მკდია თუ შენ ჩემთან ხარ. მკიდია სხვისი აზრიც და მე მინდა შენც გეკიდოს და შენც ისევე უანგაროდ და გიჟურად გიყვარდე როგორც მე შენ.
და თუ შენ მაინც სიყვარულისთვის დამსჯი, გახსოვდეს რომ ჯალათი, რომელიც სიყვარულის გამო ქალს სჯის.
სულიერი ჯალათი ხარ და შენში არასოდეს იქნება ჰუმანიზმი და შენ ვერასოდეს შეძლებ ნამდვილად ქალის სიყვარულს. იცოდე რომ შენ მხოლოდ ნივთი გიყვარს. თუ სხვასთან იყო შენთვის ნივთით ნახმარია და თუ არა ახალი და შენი. ეს არ არის სიყვარული.
დაე დავისაჯო იმისთვის რომ შემიყვარდი… თუ შენ ესეთი ხარ.
მჯერა რომ ოდესმე სიყვარული გაიმარჯვებს!
———————————————————-
პ.ს.ეს არ ეხება რომელიმე კონრეტულ პიროვნებას, არც ვეძებ მამაკაცს (მე ესეთი მყავს) უბრალოდ სხვანაირად გამოვხატე ჩემი სათქმელი და იმედია მოგეწონებათ.
ამ პოსტისთვის სანამ კრიტიკას დამიწყებედეთ და იმას რომ აი ახლა მოგინდა ქართველი კაცი და ა.შ.
მყავს საყვარელი მამაკაცი და ეს არის მხოლოდ და მხოლოდ სხვანაირად გადმოცემული ჩემი აზრი.
gnossienne - n. a moment of awareness that someone you’ve known for years still has a private and mysterious inner life, and somewhere in the hallways of their personality is a door locked from the inside, a stairway leading to a wing of the house that you’ve never fully explored.