ძალიან ადრე კი, ზოგადად ცუდი პერიოდი მქონდა ცხოვრებაში, ჩაკეტილი ვიყავი, არავინ მყავდა და ფორუმი იყო რაღაც ფანჯარა ჩემთვის :დ თითქმის ერთადერთი ადგილი, სადაც ვამყარებდი ადამიანებთან კომუნიკაციას. და სხვათაშორის ძალიან დიდ დროს ვუთმობდი, აბსურდულად დიდ დროს, დამოკიდებულივით. მომენტებში აუტანელი რომ ხდებოდა აქაურობა კონფლიქტების და ათასი სისულელის გამო ახლანდელი გადმოსახედით, ცუდ განწყობაზე მაყენებდა.