PANTALONEმოკლედ, ორი ტიპი ტყესთან დგას და ელოდება რამე მანქანამ ჩამოიაროს რო ქალაქამდე გაყვნენ, უცებ ტყიდან გამორბის ვიღაც ტიპი, კამაზის საჭე უჭირავს მარტო, ამ ტიპებთან მიირბენს და ეუბნება
- ჰა ბიჭები დაიღალეთ? დასხედით ჩაგიყვანთ ქალაქამდე!
ესენი ახედავენ-დახედავენ, ვიღაცა გიჟიაო იფიქრებენ და მოიშორებენ - "გაგვანებე დაღლილები ვართ, ვიღაც მანქანით ჩამოივლის იმას გავყვებითო"
უცებ ეს ტიპი გააძრობს იარაღს, გადაატენის ამათ თავზე: -აბა, მალე დასხედითო!
მოკლედ, ამათ მაგარი შეეშინდებათ, მარა რაღა უნდა ქნან?! მოკლედ ვითომ გვერდით დაუსხდებიან, ამოუდგებიან და მორბიან სამივე გზაზე
მორბიან-მორბიან და უცებ წინ ხედავენ პოლიცია დგას - აუ გაუსწორდებათ ამ ორს, გვეშველაო
უცებ ეს ვითომ კამაზის მძღოლი ამ ორ ტიპს ეუბნება - თქვენო აქ ჩამოდითო, ფეხით გაცდით მაგ პოლიციელსო, მეო ყანაში გადავალ, იქიდან მოვუვლი და რო გავცდებით პოლიციელს იქიდან ჩაგისვამთ ისევო
ნუ ესენი ვითომ ჩამოვიდნენ, გულში ფიქრობენ გვეშველაო, ეს ტიპი შევარდა ყანაში, მოკლედ მიირბინეს ამ პოლიციელთან და უხსნიან რო ვიღაცა გიჟია, იარაღი ქონდა, ვითომ კამაზი ყავს და მოგვარბენინებს რამდენი კილომეტრია უკვე...
ამ პოლიციელმა -"აუ ეგ ტიპი ვიცითო, კაი ხანია დავსდევთ, "პრავა" არაა აქვს ისე დადისო"... - გააძრო მოტოციკლეტის საჭე - "მიდი დასხედით დავიჭიროთო"...
აუ ეს ტიპები გამოშტერდნენ - რა დასხედი, სად დასხედი, ესეც გიჟიაო ფიქრობენ, უცებ ამანაც იარაღი გააძრო: -"დროზე დასხედით რო გეუბნებითო, ერთი უკან მომიჯდეს ერთი მაგერ "კალიასკაშიო" აუ რაღას იზამდნენ ეს ტიპები, კი შეწუხდნენ მარა ერთი უკან ამოუდგა, ერთი ვითომ "კალიასკაში" ამოუდგა და გარბიან
გარბიან, გარბიან შევარდნენ ყანაში და იქ დარბიან ეძებენ ამ ტიპს
უცებ ეს პოლიციელი ამას მიუტრიალდა ვითომ "კალიასკაში" რო ყავს -"შენო რას შვებიო?" ეს ვერ მიხვდა - რა ვი "კალიასკაში" ვარო რა...
-"მერე ფეხზე რატო დგახარ "კალიასკაშიო"? დროზე დაჯექიო" - აუ შეწუხდა ეს ტიპი, მოიხარა ზურგში და დარბიან ეგრე ყანაში, გასდით ოფლი და ბოლოს ეს ტიპი მიუტრიალდა იმ ძმაკაცს, პოლიციელს რო უკან უზის და ეუბნება
-"ბიჯო რა გვინდოდა რას ჩამოვსხედით, ხო მოვდიოდით წყნარად კამაზითო"