საქართველოშიც ანალოგიურად წუწუნებენ ისლამური ქვეყნებიდან და ზოგადად, აზიიდან ჩამოსულებზე და ასევე სოფლელებზეც, ყველგან ერთი ჩორტია, რა.
ერაზმუსიც მაგარი გაჟმოტებულია, ადრე როგორ უშურველად გასცემდნენ სტიპენდიებს, ეხლა ძალიან შეამცირეს. უკვე მეზარება კიდეც.
რა სჯობია ტურფა და დემოკრატიულ საქართველოში ცხოვრებას, მაგრამ ბევრი ადამიანი ვერ რეალიზდება აქ, სამსახურის შოვნა იოლი არ არის ჩაწყობის გარეშე, თუ საშუალოზე მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტი მაინც არ ხარ, ნუ, ნიკორას და გუდვილის მოლარეობას არ ვგულისხმობ, ცხადია, ამიტომ იძულებული არიან ამერიკაში გადაიხვეწონ და ფიზიკურად იშრომონ.
შენ თუ რამე 2-3 კ ხელფასიანი სამსახური გაქვს, თან კარგ საზოგადოებაში ტრიალებ, უკვე გეზარება მოხუცებისთვის პამპერსის გამოსაცვლელად წასვლა. მაგრამ თუ ფიზიკური შრომა ისედაც შენი მოწოდებაა, მაშინ ძალიან მარტივია არალეგალად მუშაობაც, ოჯახებში ცხოვრობენ, ქირას არ იხდიან და სუფთა ფულს აგროვებენ, მერე ჩამოდიან საქართველოში, იმ დაგროვილი ფულით რამე ბიზნესს მოხოდავენ და ის პამპერსები და მოხუცები სულაც არავის ახსოვს, ხდებიან ელიტარული წრის წარმომადგენლები
რას მერჩოდი ტრაქტორო, ჩემთვის ვიწექ, მეძინა.