ადამიანის შრომა აქ არ ფასდება. აქაურობით არ უნდა შეაფასო კაპიტალიზმი
აქ კაპიტალიზმი არაა.
მაგალითად ჩვენთან შაბათ-კვირას რომ მუშაობენ ადამიანები და 8 საათის მერე, ეგაა განუკითხაობა
შრომის კანონი რომ ირღვევა და ადამიანი იმაზე ნაკლებ ხელფასს იღებს, რითაც სრულფასოვანი ცხოვრება შეუძლებელია, ეგეც განუკითხაობაა.
კაპიტალისტებმა მოიფიქრეს ჯანსაღი კონკურენციის კანონები და ეს კანონია ის, რომ რადგანაც ყველას არ შეუძლია დაიქირაოს ადამიანი, ვინც ველურივით იმუშავებს ყოველდღე და 120 ევროს აიღებს თვეში, ამიტომ შენ რომ გაგიმართლა თუ ესეთი იპოვე და ეს წესი არაა.
ვერ ამუშავებ ადამიანს იმაზე მეტს და იმაზე ნაკლებ ხელფასად, ვიდრე მე.
მაგალითაჩ კორონას გამო ამაზონს რომ გაეზარდა ონლაინ შეკვეთები, ბაზომ მოიფიქრა შაბათ-კვირასაც გავაკეთებ მიტანასო. მაგას ჰყავს თავისი ფოსტა, ქვია ამაზონი და ამათ მივატანინებო
ამაზე უჩივლეს სხვა ფოსტებმა და უკან გააკეთებინეს თავისი ფოსტა სასამართლოს ძალით.
იგივენაირად კონტროლდება ხარისხი
კაპიტალისტი ეუბნება კაპიტალისტს

შენ რომ არაჯანსაღ და უხარისხო პროდუქტს ყიდი იაფად, რასაც მომხმარებელი ვერ ხვდება და მე რომ ძვირი მიჯდება ხარისხიანი პროდუქტის წარმოება, ჩემსას აღარ ყიდულობს
ამიტომ შენ გეკრძალება უხარისხო პროდუქტის გაყიდვა.