რავი მეც გურიაზე სულ კაები მსმენია, მარა აგე აჩკიპი ყოფილა გურული
მაგის იუმორი თუ გურული იუმორია...
ეჰ
ორი დღის წინ კიდევ ტაქსიში ჩავჯექი, კარგ ხასიათზე ვიყავი პოზიტური კისკისი გვაქვს მე და მძღოლს გაჩაღებული
უცბად მეკითხება რა გვარის ხარ ბაბუ
ვეუბნები
სულ მიქო ჩემი წარმომავლობა, ეგენი ნამდვილი ქართველები არიანო
გმირებიო
აუჰ მეთქი ვფიქრობ, დადგა ტრაკში ძვრომის აუცილებლობა ისევ
ველოდები, რომ ვკითხავ თვითონ სადაურია, რომ ჩემი მხრიდანაც გმირები ვუწოდო მაგის ხალხს
შვილები გყავს? კი მეთქი
მინდა გავახარო პატრიოტულ ჭრილში
რამდენიო
ორი მეთქი
რატო სამი არ ვუთხარი მეთქი თან ვფიქრობ
გოგოებიო თუ გოგო და ბიჭიო
ორი ბიჭი მეთქი
ყოჩაღ ბაბუ შენო
კიდევ უნდა გააჩინოთო შენ და შენმა ქმარმაო, ახალგაზრები ხართ ჯერო
აი მეო 8 შვილი მყავსო
აუჰ მეთქი 8 ბევრია, ყოჩაღთ თქვენ, ჯანმრთელები გიმყოფოთ ღმერთმა
ხომ ჯანმრთელია თქვენი მეუღლე
კიო
მოვიტაცეო
აქ უკვე დამერხა, საკითხავი მაქვს სადაურია და შესაქები მყავს
მშობლები არ მატანდნენ და ავდექი და მოვიტაცე, მიზუსტებს
გამიხარდა, აა თვითონ მოგყვებოდათ?
არა ბაბუ, რომ არ მომყვებოდა, მიტომ მოვიტაცე
გურული კაცი ვარ მე
აი ასე!
ჰაჰ! მშვენივრად შევეგუეთ ერთმანეთს
აუჰ მეთქი ეხლა ამას რო დავუწერ პოსტს, რო მაგინოს და მერე იქით დავარეპორტო 1 თვიან ბანზე გავუშვა
მარა თავი შევიკავე, გავჩუმდი, დანიშნულების ადგილამდე მისვლა ვამჯობინე დროულათა. უბრალოდ აღარ შევაქე ჩემი მხრიდან
ეხლა წავა მოყვება, მოხევეები უჟმურები არიანო
ცივი ხალხია ცივი