იმ ღამეს წოვდა, წოვდა და წოვდა...
და შენ გეძინა სიცივით დაღლილს,
გარშემო ცივი სინათლე კრთოდა
და ივსებოდა სიჩუმით სახლი.
ვხედავდი ჩემს ლანდს საწოლთან დახრილს
და ჩრდილი დახრილ კედელზე თრთოდა,
შენ კი გეძინა ყველაფრით დაღლილს,
გარეთ კი წოვდა, წოვდა და წოვდა.
და შენი ტანი გრძელი და თხელი
მკვეთრი ხაზებით მოჩანდა ბნელში,
და შენი ხელი, გამხდარი ხელი,
მკვდარი ჩიტივით მეჭირა ხელში.
გარეთ კი წოვდა, წოვდა და წოვდა...
რეზიკო ამაშუკელი - მარტოობა.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
This post has been edited by decembre on 9 Nov 2021, 22:07