მართალია საცობში გაჭედვა არ არის სიამოვნება, მაგრამ მანქანა დროს კი არ გაკარგვინებს, პირიქით ბევრ დროს გაგებინებს.
+ არ ელოდები ტრანსპორტს, არ იყინები დილაობით 7 საათზე და იძნებ უფრო მეტს.
+ კომფორტი და სიწყნარე შენს საკუთარ გარემოში. ტრაკს და მსგავსს არავინ არ დაგადებს მხარზე და სახეზე და ასევე ვიღაც აქოთებულის სუნისგან გულისრევის გრძნობები არ გექნება, როგორც გადაჭედილ ტრანსპორტში ხშირად ხდება ხოლმე.
+ დარდიმანდის და მსგავსი გულისამრევი შოფრული სიმღერების მოსმენის ობიექტი არ იქნები (მითუმეტეს მუსიკის მოსმენა არ გყვარებია).
+ არ გჭირდება პირბადე და სხვებთან, დახურულ სივრცეში, გრძელვადიანი სიახლოვის რისკი ფაქტობრივად არ არსებობს.
+ დღის/ღამის ნებისმიერ პერიდში, ნებისმიერ საქმეზე უცებ შეგიძლია გაიქცე.
+ რაიმე მძიმე საგნების გადატანის დროს სხვას არ უნდა ეღრიჯო, "შენი ჭირიმე წამაღებინე/მომატანინე"-თი.
+ საყიდლების შემდეგ, სად მუნიციპალურ ტრანსპორტში ათრიო პარკები და სიმძიმეები, და სად საკუთარი მანქანის საბარგულში ჩააწყო წყნარად და არ გეშინოდეს, რომ ვიღაც დაგიზიანებს.
+ არასტანდარტული მარშრუტი ყოველთვის ხელმისაწვდომია გინდ მარტო, გინდ მეგობრებთან/ნათესავებთან ერთად.
როგორც ჩემი ძველი უფროსი იტყოდა, მანქანას რომ შეეჩვევი მერე, ღმერთმა დაგიფაროს, კარგი მანქანის გაყიდვის საჭიროება რომ გაგიხდეს, ტაჩკასაც იყიდი რულით და ოთხი თვლით ოღონდ იაროსო. ასეა ეს