tyviaკვლევა ჩაატარეს.
https://www.google.de/amp/s/www.independent...3131.html%3fampტვინი მეტკინა ამ ზღაპრების განხილვით.
http://www.orthodoxy.ge/gvtismetkveleba/ma...sulitsminda.htm"წმ. მაქსიმე აღმსარებელი
სულიწმინდის სამგვარი გამოვლინების შესახებ კაცობრიობაში
საეკლესიო ღვთისმეტყველების უდიდესი ძეგლი „საღვთო წერილის სხვადასხვა სირთულის შესახებ“, რაც წმ. მაქსიმე აღმსარებელს ეკუთვნის და რაც მან სათანადო კითხვებზე პასუხების სახით გაუგზავნა ცნობილ ხუცესსა და იღუმენს თალასის, მრავალ არსებით საკითხს ეხება. მათგან ერთერთი უმნიშვნელოვანესია მაქსიმესეული განმარტება კაცობრიობასთან სულიწმინდის კავშირის შესახებ.
დიდი მოძღვარი აღნიშნავს სულიწმინდის სამგვარ გამოვლინებას.
მისი განჩინებით, სულიწმინდა, ერთი მხრივ, მარტივად (άπλως, simpliciter) მყოფობს ყველაში და ყველაფერში, განსაკუთრებით კი - მოაზროვნე ქმნილებებში. ეს „მარტივი მყოფობა“ სულიწმინდისა ნიშნავს არსთ არსებობის შემამტკიცებლობას, მათ განჭოლვას წინაგანგებითი ძალით, მათში ბუნებითად შთათესილი უნარის (λόγος), მათ ბუნებისეულ თესლთა (τά φυσικά σπέρματα) ანუ მათი ბუნებიდან მომდინარე მართებული აზრების ამოქმედებას, რისი შედეგიცაა თვით უკიდურეს ბარბაროსებში და მომთაბარეებში (οί νομάδες - ნომადები, მწყემსები, მოხეტიალეები) სიკეთისა და მშვენიერების (ეს ორი ცნება ბერძნულში გამთლიანებულია ერთ ტერმინად: ή καλακαγαθία - მშვენიერება და კეთილმშვენიერება) მრავალგზისი გამოვლინება. ყველა ამგვარი გამოვლინების წყარო და სათავე სწორედ სულიწმინდაა.
მეორეგვარი გამოვლინება სულიწმინდისა სახეზეა იმათ შორის, რომლებსაც რჯული აქვთ, რომლებიც რჯულს არიან შედგომილნი. შესაბამისად, სულიწმინდის მეორეგვარი გამოვლინება არის, ერთი მხრივ, რჯულმდებლობითი და მცნებათდამცველობითი ანუ მამხილებლობითი მცნებათა დარღვევისათვის, მეორე მხრივ კი - ქრისტესეულ საიდუმლოთა წინასწარმაუწყებლობითი და ქრისტესმიერი სისრულის მეცნიერებით გამასხივოსნებლობითი. ამგვარი მეცნიერების მფლობელნი წადიერად გადადიან ძველიდან ახალზე, აჩრდილისებრიდან - საიდუმლოებითზე ანუ ჭეშმარიტზე.
მესამეგვარი გამოვლინება სულიწმინდისა საკუთრივ ქრისტიანულია ანუ ეს გამოვლინება აღესრულება ქრისტიანთა შორის, რაც (გარდა ზემოთქმული სიკეთეებისა) გულისხმობს ყველაზე არსებითს - ღვთის შვილობის, ღვთისადმი ძეობილობის მადლისმიერ საბოძვარს მათთვის სარწმუნოების მიერ, ანუ მათში სულიწმინდის, სულიწმინდისეული სიბრძნის შთამკვიდრებულობას (ესაა „განმაღმრთობელი შთამკვიდრებულობა“), მათდამი როგორც თავისიანებისადმი გაზრახებას სულიწმინდისას მარტივი და უნივთო ცოდნის გზით, სულიწმინდის მიერ მათი გონების გარდაქმნას ანუ განღმრთობისკენ გონებითად მათ დასახვას, დატვიფრვას, გადატვიფრვას (გელათური ტერმინი „გარდატჳფრვაჲ“ კარგად ესადაგება აღნიშნულ მოვლენას) ზენა უხრწნელი აზრების მიერ.
აღნიშნული პასუხის შემცველი ზემოაღნიშნული თხზულება სრულად ითარგმნა ქართულად XII ს-ში გელათის საღვთისმეტყველო სკოლაში, როგორც ჩანს ნიკოლოზ კათალიკოსის ანუ გულაბერისძის მიერ (ხელნ. K 14). ქვემორე ტექსტი მოტანილია აღნიშნული თარგმანიდან. ძველ ქართულ ტექსტს პარალელურად ვურთავთ ბერძნული ორიგინალის ახალ ქართულ თარგმანს (ორიგინალი იხ. PG. 90, 297-300)."
ასევე
"წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლებიდან.
აქვთ თუ არა ცხოველებს სული? ზემოთქმულიდან გამომდინარეობს, რომ ფილოსოფოსების ერთ-ერთი უდიდესი შეცდომა სწორედ ის იყო, რომ ხშირად ისინი უარყოფდნენ ცხოველებში სულის არსებობას. ერთნი, კერძოდ, მატერიალისტები, განზრახ ცდილობდნენ იმ აზრისათვის დაეჭირათ მხარი, რომ ცხოველებს აქვთ არა სული, არამედ მხოლოდ სიცოცხლე ან სასიცოცხლო ძალა, რომელიც მგრძნობელობით დაჯილდოებული ორგანული ფორმის თვისებაა. მათი მიზანი აშკარა იყო. თუ სულის არმქონე არსებები, ამბობდნენ ისინი, მხოლოდ შეგრძნების უნარით აღწევენ საოცარ მოსაზრებულობას და გაგებას, ხშირად კი დასკვნის უნარსაც ამჟღავნებდნენ (რამდენადაც გარკვეული მოვლენებიდან დაასკვნიან სხვა მოვლენების არსგბობის შესახებ), მაშინ ადამიანს, რომელსაც შეგრძნების ამ ძალის გარდა მეტყველების უნარი აქვს, არავითარი რაღაც არამატერიალური სული არ ესაჭიროება. მაგრამ აშკარაა, რომ მათი არსებითი შეცდომა იმ აზრში მდგომარეობდა, რომ მატერიას შეიძლება ჰქონდეს შეგრძნება. მეორენი, პირიქით, ცხოველებს არ მიაწერდნენ სულს იმის შიშით, რომ ადამიანი არ დაემცირებინათ. მაგრამ ეს მსჯელობაც და დაშვებაც მცდარია. მართლაც, რატომ იქნება დამცირებული ადამიანი, თუ დავუშვებთ, რომ ცხოველებს აქვთ სული?
თუ მატერიალურ სამყაროში ჩვენ ვხედავთ საგნებს, რომლებიც მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან სრულყოფილების მიხედვით, მაგალითად, ქვასა და ბრილიანტს, მაშინ უფრო ბუნებრივი იქნებოდა გვევარაუდებინა, რომ სულიერ სფეროში ხარისხთა მეტი განსხვავებებია.
სული, როგორც არსება, რომელსაც აქვს სრულყოფის უნარი, შეიძლება ფლობდეს ათასჯერ მეტ ხარისხს თავისი არსისა და სრულყოფილების მიხედვით, ვიდრე მატერია. ცხოველების სული იმდენად მდაბალია ადამიანის სულზე, რამდენადაც მარტივი, უბრალო ქვა არის ბრილიანტზე მდაბალი. თუ ადამიანისათვის დამამცირებელ რაიმედ მიაჩნდათ იმის დაშვება, რომ ცხოველებს აქვთ სული, მაშინ გასაკვირია, რატომ იმის მტკიცებაც არ დაიწყეს, რომ ცხოველებს არა აქვთ სმენა, არა აქვთ მხედველობა, არაფერი გაეგებათ, არა აქვო მეხსიერება, მინდობა, ერთგულება და ა.შ., რადგანაც ყველა ასეთ შემთხვევაში ისინი კიდევ უფრო ჰგვანან ადამიანებს. არა! ადამიანის განსხვავება და ღირსება იმაში კი არაა, რომ მან მეტი იცის, ვიდრე ცხოველმა, ან რომ მას არამატერიალური სული აქვს, ცხოველებს კი იგი არა აქვთ. ადამიანის უდიდესი უპირატესობა, რაც მას მაღალ, ფასდაუდებელ არსებად ხდის, ესაა მისი რწმენა, ზიარება სამყაროს შემოქმედთან. ღმერთი მხოლოდ ადამიანს გამოეცხადა, და არა მარტო გამოეცხადა, მან იგი თავის თავს აზიარა. აი, რით დგას ადამიანი მთელ სამყაროზე მაღლა!"
მაგრაააამ ნებისმიერ შემთხვევაში ესენი არის ზღაპრები.
This post has been edited by Kaifistka on 29 Nov 2021, 14:24