არტი-მარტის-ბარტყი
მაძიებელი

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 179
წევრი No.: 226459
რეგისტრ.: 28-November 16
|
#58698344 · 15 Dec 2021, 14:56 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE (tyvia @ 15 Dec 2021, 12:33 ) | არტი-მარტის-ბარტყი
| QUOTE | ანუ კაცები იმიტომ არიან ქალებზე ჭკვიანები რომ თავიანთ შესაძლებლობებს უფრო უკეთესად იყენებენ? შენი აზრით კაცები რატო იქცევიან ასე და ქალები რატომ არ იყენებენ? |
არა, ზოგადად უკეთესი შესაძლებლობები აქვთ როგორც წესი რა თქმა უნდა ყველა ქალს და კაცს არ ვგულისხმობ, მარტო მათ დიდი ნაწილს ეხება დანარჩენი იმაზეა დამოკიდებული როგორ გამოიყენებენ ამას
| QUOTE | საქმე იმაშია რომ ქალებს ბევრად უფრო მეტი ვალდებულება და საფიქრალი აქვთ ვიდრე მათი გონებრივი განვითარება. თუ დააკვირდები ის ქალები, რომლებიც კაცებზე არიან გაცილებით ჭკვიანები და ძლიერები, მხოლოდ საკუთარი თავი ჰყავთ წინ დაყენებული. აქვთ სამუშაო, დამოუკიდბელად ცხოვრობენ მარტო და თავის სიმაღლეზე დგანან, მაგრან ამ ყველაფერს რომ მიაღწიო და საკუთარ თავსა და გონებას უფრო მეტი დრო დაუთმო ვიდრე ლამარა ბიცოლას შეგონებებს გათხოვებაზე, შვილების გაზრდაზე და დალაგებაზე, ამას სჭირდება ხშირ შემთხვევაში გამართლება მშობლებში ან ახლობლებში.
ჩვენ ისეთ საზოგადოებაში ვცხოვრობთ სადაც კაცებს უფრო მეტად უმარტივდებათ სწავლაც და სამუშაოს მოძებნაც. რატომ? იმიტომ რომ თავად საზოგადოება გაჯერებს იმაში რომ ქალს არაფერი არ შეუძლია. ქალს ჭკუა არ მოეკითხება, აქედან გამომდინარე მან რამე რომც ისწავლოს ყოველთვის არასერიოზულად აღიქვამენ და დასცინიან. ანუ ქალის ინტელექტი მხოლოდ იმიტომ იჩაგრება რომ ასე ჩათვალა საზოგადოებამ. სინამდვილეში ქალსაც ისეთივე გასაქანი რომ ჰქონდეს, დრო იმისათვის რომ იფიქროს, იაზროვნოს და განვითარდეს ბერვად უფრო მეტი ჭკვიანი ქალი იქნებოდა დღეს. |
| QUOTE | შენ თავად ხაზს უსვამ, რაც უფრო ჯანმრთელი და ნავარჯიშებია ადამიანი , მას გონებაც უფრო უვითარდებაო. მოდი წარმოვიდგინოთ ორი სხვადასხვა სქესის ადამიანი, როგორ ცხოვრობს მაგალითად სოფელში და რა პერსპექტივა აქვს გონებრივი განვითარების თუ არცერთს მშობელში არ გაუმართლა. წარმოვიდგინოთ ნებისმიერი პროვინცია თუ სოფელი, სადაც სტერეოტიპულად ზრდიან გოგონებს და ბიჭებს. ბიჭების ძირითადი მოვალეობა მიწაზე მუშაობაა, ტრაკტორით მოხვნა, ფიზიკური მიშუაობა, დათესვა, იქ ნახირში წასვლა საქონელთან ერთად, საუბარი, თუნდაც რადიოს მოსმენა. ვაზის დათესვა, გასხვლა . გოგოს შემთხევვაში ბაღჩაში მუშაობა, სარეცხის დარეცხვა ხელით, სახლის დალაგება-დაწმენდა, ფრინველების მოვლა, მოწველა, ჭამა. სახლის საჭმლის გაკეთება, ბოსლის მიხედვა, ცხოველების მოვლა. ამ ყველაფერს კიდევ ემატება ქსოვა, კერვა, წყლის მოზიდვა. ქალი თუ ვინმესთან საუბრობს მაქსიმუმ ოჯახის წევრებთან ან გოგოებთან და მათი ძირითადი სასაუბრო არის ან სხვისი ცხოვრების განსჯა ან სერიალების ყურება. ფსიქოლოგიურად ნებსიმიერი ადამიანი იმაზე საუბრობს ბევრს და იმ თემით ინტერესდება, რაც თავად არ აქვს. ამ ქალს აქვს ცხოვრება მაგრამ არა ისეთი როგორიც მას უნდა. ის ასე აღზარდეს რომ ქალი უნდა იყოს მორჩილი, მონა , ნაკლები ილაპრაკოს რადგან სხვებმა მასზე უკეთესად იციან და განსაკუთრებით კაცებმა. ახლა მითხარი თუ ადამიანს ბავშვობიდან არ ასწავლე რომ მასაც აქვს თავისუფალი ნება, აქვს შესაძლებლობა ისწავლოს, განვითარდეს, სამუშაო იშოვოს, ქალაქში წავიდეს დაფასდეს და ა.შ საიდან ეცოდინება? დაესიზმრება? ტელევიზორში სადაც უყურებს სერიალებს ძირითადად ისტორიები არის მდიდარი ოჯახის შვილებზე ან ქალზე, რომელიც მდიდარ ბიჭს შეუყავრდა და მის მერე ეხსნება გზები ე.ი ქალის გონება ქვეცნობეირ დონეზე იმახსოვრებს რომ ფულიანი კაცის სჭირდება. ის კი არა რომ თავად შეუძლია სწავლა და ფულის შოვნა, არამედ ის რომ კაცზე უნდ აიყოს დაყრდნობილი.
კარგი ახლა გავყვეთ იგივე თემას. ვთქვათ და გოგომ კარგად ისწავლა სკოლაში. კითხვა იცის, წერს, აზროვნებს, გამომუშავებაც შეუძლია ფულის, არც გათხოვება სჭირდება და არც მონობა. ახლა გათხოვებაზე და მონობაზე ვისაუბროთ: საზოგადოების უმრავლესობა ფიქრობს რომ ყველა ქალს უნდა გათხოვება და ყველა ქალს გათხოვების სხვადასხვა მიზეზი აქვს. ძირითადი მიზეზები არის სექსის ქონა, ან სახლში ჯდომა ისიც, სადაც მათი იმჟამინდელი ინტელექტი წვდება. საერთოდ ადამიანს ინტელექტი ყველაზე მეტად უყალიბდება კითხვისა და გააზრების დროს. "ასეთი" პროცინციალური აღზრდისა და განვითარების ქალები კი ძირითადად წიგნებს მხოლოდ ისტორიის მოსაყოლად კითხულობენ. რამდენი სოფლელი გოგო ვიცი უსწავლია, უშრომია, უნიშიც ჩაუბარებია, მაგრამ მისი ოჯახიდან წამოსული მოთხოვნილების თანახმად ხშირად იძულებით ან ძალით გათხოვილა რომ საკუთარი ოჯახიდან წამოსულიყო და იქაურ სტრესს გაქცეოდა. შენ იტყვი ახლა ამ საუკუნეში აქვთ ქალებს უფლებები და გააპროტესტონ და გაატრაკონო. თუ ადამიანმა არ იცის რომ მას აქვს გატრაკების უფლება, თუ მან არ იცის რომ ისიც ისეთივე სრულფასოვანი და უნიკალურია როგორიც სხვები, თუ იცის რომ არ არის ის ვალდებული იყოს მშობლების ან საზოგადოების მონა, ის აუცილებლად გააპროტესტებს და თავსაც დაიცავს. მაგრამ თუ არ იცის მთელი ცხოვრება იქნება მოტყუებული.
სწორედ ამიტომ აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა მშობლის სწორ აღზრდას. შენ თუ შენს შვილს მთელი ცხოვრება შთააგონე, დასაჯე, გააკონტროლე ცუდად , დაუმალე განვითარების გზა , მას მთელი ცხოვრება ეგონება რომ სწორედ ამისათვის დაიბადა. |
რამხელა ტკივილია ამ პოსტებში ჩადებული კაი კაცი ხარ რომ ამდენი დრო გამონახე ჩვენთვის გეთანხმები რაღაცეებში |
 კაცი არ ვარ გოგოვარ, და ჩემს ტყავზე მაქვს გადატანილი ყველა ტკივილი ქალისაც და კაცისაც.
|