ძალიან ცუდად ვარ.ვიხრჩობი
მაინტერესებს რაში პოულობთ ძალას?
ძალიან ბევრჯერ დავეცი და თავიდან დავიწყე.სულ საკუთარ თავზე მუშაობით,თვითგანვითარებით.ხან რა იყო მოტივაცია ხან რა.. გავიზარდე,შევიცვალე სულ სხვა ადამიანი გავხდი ვიდრე 2-3-4წლის წინ ვიყავი,მაგრამ ახლა სულ სხვა პრობლემები მაქვს
სულ ამოვიჩემებ და ვიმეორებ ხოლმე 'ყველაფერი კარგადაა' მეთქი და ყოველთვის როცა რაღაც ისე არ არის და შიგნიდან ვიწვები ეგრევე თავში მომდის 'ყველაფერი კარგადაა' დამშვიდდი 'ყველაფერი კარგადაა' და საათში ათასჯერ ვიმეორებ
ახლა მოტივაციას ვეღარ ვპოულობ.ის არ გამოვიდა რაც მინდოდა.მეგონა გამომივიდოდა მაგრამ ეს ის ცხოვრებაა არაა რაც მსიამოვნებს და ბედნიერებას მანიჭებს
აღარც ხატვა მინდა,აღარც მედიტაცია,აღარც წიგნის კითხვა და აღარც სიყვარული
კაცები საერთოდ აღარ მაინტერესებს უკვე შინაგანი პროტესტი მაქვს ურთიერთობების.ყველაზე მაქსიმუმ ჩახუტება მომინდეს ვინმესი ისიც როცა ცუდად ვარ
თქვენ სად პოულობთ სიცოცხლის სურვილს? სად პოულობთ ადგილს მაშინ როცა შენს ადგილს ვეღარ ხედავ?
სად მიდიხართ როცა ყველაფრისგან გაქცევა გინდათ? ან როცა გინდათ მაგრამ ვერ მიდიხართ?
რას აკეთებთ როცა იმედი გიცრუვდებათ?

ან როცა სარკეში იყურებით და უბრალოდ ლამაზ სახეს ხედავთ,შეიძლება ძალიან ლამაზსაც მაგრამ უბედურებით სავსეს და გიკვირს როგორ შეიძლება გარეგნულად ყველაფერი იდეალურად იყოს და თავში ყველაზე მახინჯი და საზარელი აზრები მოგდიოდეს.როგორ შეიძლება ისევ ლამაზი იყო როცა ამის მიზეზი საერთოდ არ გაქვს
This post has been edited by ალექსიუს on 14 Dec 2021, 23:33