#58712416 · 20 Dec 2021, 23:09 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
NinjaRacer არა, მზე ყურის ძირშია კოსმოსური შკალით რომ ვიმსჯელოთ. სინათლის სხივს დაახლოებით 8-9 წუთი უნდა რომ მოაღწიოს ჩვენამდე. საუბარია შორეულ ვარსკვლავებზე, რომლებთანაც დისტანცია ათობით ათასი პარსეკით განისაზღვრება. რადგან კონვენციური ფიზიკის კანონების მიხედვით სამყაროში სინათლის სხივის სიჩქარეზე უფრო მაღალი არ არსებობს, ასეთი დაშორებით განთავსებული ვარსკვლავების ნათება ჩვენს დღევანდელობაში მათი წარსულია, შეიძლება ამ მომენტისთვის ის ვარსკვლავები კარდინალურად სახეცვლილები არიან ან აღარც არსებობდნენ უკვე.
ზოგადად რაც უფრო შორია მანათობელი ობიექტი, მით უფრო უკან ვიხედებით წარსულში. მაგალითად აღმოჩენილია ვარსკვლავი, რომელიც ირმის ნახტომის გარე საზღვარზეა განთავსებული და მილიონი სინათლის წლის მანძილზეა ჩვენგან, შესაბამისად ამდენივე იმ სინათლეს რომელსაც მისგან ვხედავთ 1 მილიონი წლის წინ არის გამოსხივებული.
საბოლოოდ ამას ჩვენთვის ამას არ აქვს მნიშვნელობა, რადგან ჩვენი პერსპექტივიდან და ჩვენს დღევანდელობაში ისინი არსებობენ და ანათებენ, შესაბამისად ახლა იმ ვარსკვლავზე რა ხდება ჩვენთვის მიუწვდომელი ცოდნაა და ეს უფრო ფილოსოფიური მსჯელობაა ვიდრე პრაქტიკული.
|