ჯარჯიანუ კარგ განწყობაზე ვარ, დავუშვათ გავიცანი ადამიანი ხო რაღაც ფართია ან ადამიანები. მერე უნდათ ამათ ჩემთან მეგობრობა. განა ცუდი ტიპები იყვნენ რომელიმე. მაგრამ აი როგორ გითხრა, დრო არ მაქვს. ხო უნდა შევხვდე? ესე 20 წელი რომ არ მოგიკითხავს ეგ ვაბშე სხვა კატეგორიაა მეგობრების და მყავს ეგეთებიც.
ერთი ჩემი მეგობარია, წლებია არ ვკონტაქობდით და დამირეკა და მოკლედ ცუდად არის და ისე ვისაუბრეთ თითქოს ყველა დღე ვსაუბრობდით.
და ახლა ყველა დღე ვესაუბრები ლამის, იმიტომ რომ რთული პერიოდი აქვს და მეც რომ მქონდეს ვიცი ეგრრ დამიდგება გვერდში.
მაგრამ ნუ რამდენიმე დაქალი ისეც მყავს, რამდენიმე დავიმატე კიდე და ნუ მეტი აღარ მაქვს ამდენი დრო.
აი მაგალითად ჩემი კურსელი იულია, უკრაინელია. უნდა ჩემთან დაქალობა.
აი ვერ ვახერხებ რომ მოვისმინო მაგის დრამები, მივცე რჩევები და ა.შ. კი არაა ცუდი ტიპშა და მის მიმართ დადებითად ვარ განწყობილი მაგრამ დრო არ არის ამდენი. მაშინ სხვა მეგობარი უნდა დავიკიდო. და ვცდილობ ხოლმე არ მოვაკლო ყურადღება აქ მეგობრებს.
ბიჭების პონტში კიდე აი რომ იცი რომ ტიოს ევასები და აი ხო იცი ეგეთი ტიპებო ყოველთვის პოულობენ საბაბს რაღაც მოგწერონ. ერთ-ერთი არის ფოტოგრაფი. ხოდა ახლა მჭირდება რაღაც ფოტო, ოფიციალური. მომწერა შობაზე, ჯასთ მომილოცა, ნუ მეც მივულოცე, მერე მომიკითხა ბლა ბლა ბლა. ხოდა ბოლოს მეთქი ბარემ ვკითხავ როგორი უნდა იყოს ეს ფოტო, თან ეგ პროფესიონალი ფოტოგრაფია და მაგაზე ისეთს ვერავის ვკითხავ და საბოლოოდ დავიდა იქამდე რომ მოდი გადაგიღებ. მე კი მოვიღე რჩევა, მაგრამ იდეაში ამ მილოცვის და ზოგადი საუბრის მერე დრო ხო წავიდა? და წავიდა ტიპზე რომელიც ჩემი რომელიღაც სამსახურიდან შეფის შვილის ძმაკაცი იყო. ხოდა ახლა ეს ერთი იდეაში არაფერია, მაგრამ წარმოიდგინე რომ რამდენიმეა ეს? ანუ იქ სხვა ვიღაცა მოგწერს. კი იცის 90% რომ ათეისტი ვარ და რა შობა და მითუმეტეს კათოლიკური შობა, მარა ხო ხვდები?
ხოდა არ მინდა ანტისოციალური ტიპშა ვიყო და ყველა დავაიგნორო. დაიგნორებითაც ვაიგნორებ ბევრს,.მაგრამ ზოგთან საერთო სამეგობრო წრეც მაკავშირებს და ძაან ტეხავს დაიგნორება.
sanfolაუ მივხვდი ახლა.
MAKIAVELI_კი მართალი ხარ.
ხინკალიისე შენ კაი სამეგობრე მასალა ხარ. ანუ იმეგობრდება შენთან ქალი/კაცი.
This post has been edited by Kaifistka on 27 Dec 2021, 23:26