#58758623 · 8 Jan 2022, 15:03 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რატომღაც მასწავლებლების მიდგომა გრამატიკაზე გადის პირველად.
გაყრიან გრამატიკის წესებს და სავარჯიშოებს.
ჩემი აზრით, ძირეულად არასწორი მიდგომაა. გრამატიკის წესებით დაწყება, ბევრად ართულებს სწავლის პროცესს და შეიძლება შუა გზაში მოგბეზრდეს და გაჩერდე.
რომ დაიწყებ გრამატიკით, ის წესები მერე ხომ უნდა გამოიყენო სასაუბროდ ან საწერად, არა? რანაირად გამოიყენებ, თუ სიტყვების მარაგი არ გაქვს?
იმას ჰგავს, შემოკლებული გამრავლების, ან ტრიგონომეტრიის ფორმულებს რომ გაზეპირებინებენ და ამ დროს შენ ციფრების წერაც არ იცი.
ჩემი მოკრძალებული აზრით, რაღაც წიგნები რომ არის ინგლისურის, იქიდან უნდა დაიზეპირო დიალოგები და მოთხრობები.
დაზეპირებული მასალა ილექება ყოველთვის გრძელვადიან მახსოვრობაში და ოდესმე თუ დაგჭირდება მსგავსი წინადადების აგება, ამოგიტივტივდება.
ასევე საყვარელი ინგლისურენოვანი სიმღერები იღიღინე და "დაისწავლე"..
ტიტრებიან ვიდეოებს უყურე იუთუბზე, ბავშვებისთვის განკუთვნილ სამეცნიერო არხებს ჩაუჯექი, მარტივია და საინტერესო.
მერე პატარა სითქომებს უყურე. ჩვენ სკოლაში რომ ვსწავლობდით, how i met your motherს ვუყურებდით. მოკლეა, მარტივია.
და როცა გექნება სიტყვების მარაგი, მთელი ეს ნასწავლი და ნანახი, თავისით აეწყობა გრამატიკულად გამართულ წინადადებებად. ინტუიციით ააწყობ. თუ რაღაც პრობლემას იპოვი, მაგის აღმოფხვრას უკვე გრამატიკული საავარჯიშოებით შეძლებ.
ეჰ
--------------------
თქვენ რომ უნდა გაფრენილიყავით?
ბევრი ახალთახალი კაწიუკაა ეზოში, გორგალებივით სხედან
|